ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Arkia Airlines-ს წესები და პირობები

arkia airlines წესები და პირობები

ისრაელის დროშის ქვეშ მფრინავია Arkia Airlines -ი 1949 წელს დაარსდა შიდა ფრენებისათვის, თუმცა წარმატებულად ოპერირების შემდეგ,  1980 წლიდან ავიაკომპანია საერთაშორისო საჰაერო სივრცესაც შეუერთდა.

დღეისათვის, Arkia ფრენებს 40-ზე მეტ მიმართულებაზე ახორციელებს ევროპის, აზიისა და აფრიკის მიმართულებით.

მათ შორის, შიდა მიმართულებები მოიცავს: თელ ავივს, ელიათს, იაფოს.

ხოლო, საერთაშორი მიმართულებები კი შემდეგია: ამსტერდამი, ათენი, ბარსელონა, ბერლინი, ლარნაკა, მილანი, მიუნხენი, პარიზი, პრაღა, რომი, ვენეცია, თბილისი და სხვ.

ამ სტატიაში დეტალურად გაეცნობით Arkia Airlines -ს წესებსა და პირობებს.

მგზავრებს შეუძლიათ გააუქმონ ჯავშანი, თუ დაკმაყოფილებულია ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობა:

ონლაინ რეგისტრაცია

Arkia Airlines-ი მგზავრებს საშუალებას აძლევს განახორციელონ ონლაინ რეგისტრაცია გამგზავრებამდე 24 საათით ადრე. კონტრშემოწმება აეროპორტში იხსნება გამგზავრებამდე 75 წუთით ადრე საერთაშორისო ფრენებისთვის.

აეროპორტში რეგისტრაცია

მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაცია შეიძლება განსხვავდებოდეს აეროპორტის მიხედვით, რეგისტრაცია იხსნება დაგეგმილ ფრენამდე 3 საათით ადრე საერთაშორისო რეისებისთვის.

ხელბარგი

მგზავრებს უფლება აქვთ ისარგებლონ უფასო ხელბარგით, 7 კგ-მდე მაქსიმალური წონით. ეს ბარგი არ უნდა აღემატებოდეს 20 სმ x 40 სმ x 55 სმ-ს.

მგზავრებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ხელბარგი არ შეიცავდეს რაიმე აკრძალულ ნივთს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეიძლება ჩამოერთვთ.

ჩასაბარებელი ბარგი

საერთაშორისო ფრენებზე, ჩასაბარებელი ბარგი დამოკიდებულია შეძენილ ტარიფზე. თუ მგზავრობის საფასურში შედის ჩასაბარებელი ბარგი, ამ შემთხვევაში უფასო წონა იქნება 23 კგ.

არკია შინაური ცხოველის გადასახადს ითვლის შემდეგნაირად: (ცხოველის წონა + გალია) x ჭარბი მაჩვენებელი თითო კგ-ზე.

მინიმალური გადასახადი დაფუძნებულია 3 კგ ჭარბ წონაზე.

აუცილებელია, რომ მგზავრებს თან ექნებათ ალიკაპი, გალია და საბუთები, რომლებიც საჭიროა შინაური ცხოველის დანიშნულების ადგილზე მოსახვედრად.

შინაური ცხოველების ტვირთის სათავსოთი გადაყვანის შესახებ ინფორმაცია არის შემდეგი:

შინაური ცხოველების სალონით გადაყვანის შესახებ ინფორმაცია არის შედეგი:

აღნიშნული ავიაკომპანია ფრენებს ახორციელებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან. იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე:  551 907 907

Exit mobile version