ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ამერიკული ავიახაზები / American Airlines

ამერიკული ავიახაზები

ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი ავიაკომპანია American Airlines-ი 1926 წლის 15 აპრილს დაარსდა და 93 წლიანი არსებობის მანძილზე საუკეთესო ავიაკომპანიების რეიტინგში მოწინავე ადგილს არ თმობს.

ამერიკული ავიახაზების მთავარი ოფისი ტეხასის შტატში, ქალაქ ფორტ-ვორზში მდებარეობს, მთავარი ბაზა კი დალას-ფორტ ვორზის აეროპორტშია. საერთო ჯამში კი 10 ბაზა აქვს, რომლებიც სხვადასხვა შტატში მდებარეობს.

American Airlines-ი მსოფლიოში პირველი ავიაკომპანიაა საჰაერო ფლოტის სიდიდის, გადაყვანილი მგზავრებისა და მიმართულებების რაოდენობით, და ასევე, შემოსავლით. თავის პარტნიორ და შვილობილ ავიაკომპანიებთან ერთად, ამერიკული ავიახაზები ყოველდღიურად 500 000 მგზავრს ემსახურება.

American Airlines-ი 350-მდე მიმართულებას ითვლის მსოფლიოს 5 კონტინენტზე და 50 ქვეყანაში, ხოლო 2020 წლიდან მეექსვე კონტინენტიც შეემატება, როდესაც ფილიპინების მიმართულებით დაიწყებს რეისების განხორცილებას. რეგიონალურ პარტნიორებთან ერთად დღეში 6800 საერთაშორიო და შიდა რეისს ასრულებს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

რაც შეეხება საჰაერო ფლოტს, 2019 წლის მონაცამებით ის 940 ხომალდისგან შედგება.

მათ შემადგენლობაშია ეარბასის, ბოინგის, და ემბრაერის ტიპის თვითმფრინავები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მსოფლიოში ყველაზე დიდი საჰაერო ფლოტი სწორედ ამერიკული ავიახაზებს ჰყავს.

American Airlines-ის თავის მგზავრებს ყოველთვის კომფორტულ მგზავრობას და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. ყველა კლასის კაბინა საკმაოდ მოდერნიზებული და ხარისხიანად აღჭურვილია და მუდმივად გაუმჯობესებაზე და უკეთესი სერვისის შექმნაზე ზრუნავენ.

სწორედ ამიტომ სარგებლოს წლის განმავლობაში 200 მილიონი ადამიანი ამ ავიაკომპანიით.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით ამერიკული ავიახაზებითან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამერიკიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულების შესახებ.

თბილისი ნიუ იორკი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
27 თებერვალი 20267 მარტი 20261 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 1 983 -დან
2 მარტი 202616 მარტი 20261 ᲒაჩერებაAustrian Airlinesავიაბილეთები 1 877 -დან
17 აპრილი 202627 აპრილი 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 1 828 -დან
1 მაისი 20267 ივნისი 20262 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 1 830 -დან
1 ივნისი 202622 ივნისი 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 1 895 -დან
1 ივლისი 202628 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 1 872 -დან
31 აგვისტო 202630 სექტემბერი 20262 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 2 250 -დან
1 სექტემბერი 202615 სექტემბერი 20262 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 2 146 -დან
6 ოქტომბერი 202613 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 1 830 -დან
12 ნოემბერი 202619 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 1 795 -დან
27 დეკემბერი 202610 იანვარი 20271 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 2 039 -დან
1 თებერვალი 20275 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაQatar Airwaysავიაბილეთები 2 615 -დან
Exit mobile version