ავიაბილეთები ყველაზე იაფად

თვითმფრინავების „სასაფლაო“ უდაბნოში: როგორ აცოცხლებენ მიტოვებულ ხომალდებს

Aerial view of a massive aircraft boneyard with hundreds of airplanes parked in rows in the desert.

რთულია, ამის წარმოგენა, თუმცა არიზონას მცხუნვარე მზის ქვეშ. სრულ სიჩუმესა და სიწყნარეში, ათასობით თვითმფრინავი დგას. შეიძლება ეს აპოკალიფსის ფილმის კადრს მოგაგონებდეთ, ადგილი, სადაც ავიაციის ისტორია დასასრულს პოულობს. მაგრამ, უნდა გითხრათ, რომ ეს სინამდვილეა. შეიძლება ერთ დროს, როცა თქვენ თვითმფრინავით ვენეცია მოინახულეთ, ის ხომალდი ახლა უკვე უდაბნოში იყოს. ფოლადის გიგანტები, რომლებიც ოდესღაც ცას იპყრობდნენ, ახლა მზის ქვეშ განისვენებენ და თავიანთ რიგს ელოდებიან.

რატომ უდაბნო?

ცნობილია, რომ თვითმფრინავების მთავარი მტერი კოროზია და ტენიანობაა. აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე უდაბნოები იდეალუურ ადგილია კონსერვაციისთვის. მშრალი ჰაერი და მყარი ნიადაგი საშუალებას იძლევა, მრავალტონიანი ლაინერები წლების განმავლობაში ყოველგვარი დაზიანების გარეშე იდგნენ ღია ცის ქვეშ.

როგორ ამზადებენ ხომალდს “დასაძინებლად”

როდესაც თვითმფრინავი “პენსიაზე” გადის, მას მუმიფიცირებას უკეთებენ და უბრალოდ არ ტოვებენ.

იაფი ფრენები ქუთაისი - დან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
ლარნაკა13 მარტი 202620 მარტი 2026ავიაბილეთები 108 -დან
ფრანკფურტი22 იანვარი 202729 იანვარი 2027ავიაბილეთები 148 -დან
სალონიკი15 თებერვალი 202722 თებერვალი 2027ავიაბილეთები 157 -დან
სტამბოლი24 მარტი 202619 აპრილი 2026ავიაბილეთები 199 -დან
ბრატისლავა11 ოქტომბერი 202618 ოქტომბერი 2026ავიაბილეთები 209 -დან
ათენი12 აპრილი 202626 აპრილი 2026ავიაბილეთები 213 -დან
ვარშავა20 მარტი 20264 აპრილი 2026ავიაბილეთები 222 -დან
პოზნანი26 ნოემბერი 20263 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 231 -დან
ბუდაპეშტი12 მარტი 202619 მარტი 2026ავიაბილეთები 241 -დან
კატოვიცა12 მარტი 202617 მარტი 2026ავიაბილეთები 243 -დან

თვითმფრინავების გაცოცხლება

ალბათ გაგიჩნდებოდათ კითხვა – რა ბედი ეწევათ ამ თვითმფრინავებს? სულ უდაბოში უნდა იყვნენ? ყველაზე საინტერესო პროცესი სწორედ მაშინ იწყება, როცა ავიაკომპანიას ხომალდის დაბრუნება სჭირდება. ეს არ არის უბრალოდ გასაღების გადატრიალება.

  1. დეტალური დიაგნოსტიკა: ინჟინრები კვირების განმავლობაში ამოწმებენ ყოველ ჭანჭიკს. რათა ავდან აიცილონ პრობლემები, შემდეგი გართულებები და ავიაკატასტროფები.
  2. ძრავების „გაღვიძება“: დამცავ ფენებს აცლიან და ძრავებს ტესტავენ მაქსიმალურ დატვირთვაზე.
  3. საცდელი ფრენა: სანამ მგზავრები ბორტზე ავლენ და თქვენთვის ნაცნობი – იაფი ფრენები ლისაბონში ამ ხომალდით შესრულდება, თვითმფრინავი გადის უმკაცრეს ტესტ-დრაივს ცაში, რათა ინჟინრები მის სრულ უსაფრთხოებაში დარწმუნდნენ.

საინტერესო ფაქტი ისაა, რომ ზოგიერთი თვითმფრინავი „სასაფლაოზე“ მხოლოდ იმისთვის ხვდება, რომ სხვების „დონორი“ გახდეს. ერთი ძველი Boeing-ის ნაწილებით შესაძლოა ათობით სხვა აქტიური ხომალდი შეკეთდეს.

Top-down aerial view of an organized desert boneyard

მეორადი ცხოვრება

თუ თვითმფრინავი ზედმეტად ძველია ფრენისთვის, მისი ისტორია მაინც არ სრულდება. მათი ფიუზელაჟებისგან დღეს ამზადებენ:

საბოლოოდ, შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა და ვთქვათ, რომ არიზონას მცხუნვარე მზისა და ქვიშის ქვეშ, ათასობით თვითმფრინავია. ზოგი მათგანი შეკეთებას ელოდება ხოლო დანარჩენი – როდის გახდება დონორი სხვა თვითმფრინავისთვის. საბედნიეროდ, არცერთი მათგანი უბრალოდ ნაგავში არ ხვდება და ახალ სიცოცხლეს იძენენ. თვითმფრინავის ნაწილებისგან სამზარეულოს დანებსა და მდიდრულ ავეჯსაც კი ამზადებენ.

Avia.ge – თქვენი მოგზაურობის ერთგული მეგობარი. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version