ავიაკომპანიები ყოველდღიურად უამრავ რეისს ახორციელებენ სხვადასხვა მიმართულებებით. საინტერესოა, რომელი ავიაკომპანიები ლიდერობენ დღის განმავლობაში შესრულებული რეისების რაოდენობის მიხედვით. ჩვენ გთავაზობთ რეიტინგს, სადაც დასახელებულია 2021 წლის მონაცემებით TOP 10 ავიაკომპანია ევროპაში, რომელიც ყველაზე მეტ რეისს ასრულებს დღეში.
EUROCONTROL-ის მონაცემებით, ირლანდიურმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ, Ryanair-მა, 2021 წლის მონაცემების მიხედვით ამ რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. Ryanair – ი დღეში 1321 რეისს ახორციელებდა 2021 წლის განმავლობაში.
მეორე ადგილს იკავებს თურქეთის წამყვანი ავიაკომპანია, Turkish Airlines – ი დღეში 938 რეისით. ხოლო მესამე ადგილზე ფრანგული ავიაკომპანია, Air France აღმოჩნდა 648 რეისით.
გთავაზობთ სრულ ჩამონათვალს:
Ryanair: 1 321 რეისი
Turkish Airlines: 938 რეისი
Air France: 648 რეისი
Lufthansa: 617 რეისი
easyJet: 607 რეისი
KLM: 502 რეისი
Wizz Air: რეისი
Pegasus Airlines: 367 რეისი
SAS Scandinavian Airlines: 318 რეისი
Vueling: 306 რეისი.