ავიაბილეთები ყველაზე იაფად

რა გავლენას ახდენს ახლო აღმოსავლეთის დაძაბულობა ავიაბილეთების ფასებზე?

ავიაბილეთის ფასები

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა შეიძლება საწვავის ფასების ზრდა გამოიწვიოს, რაც, თავის მხრივ, ავიაბილეთების გაძვირებასაც განაპირობებს.

როგორც The Telegraph იუწყება, საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) გენერალურმა დირექტორმა და British Airways -ის ყოფილმა ხელმძღვანელმა, უილი უოლშმა აღნიშნა, არსებობს მყარი კავშირი ნავთობის ფასებსა და ავიაბილეთების ღირებულებას შორის. მისი თქმით, ზაფხულში ნავთობის ფასების შემცირებამ ავიაკომპანიებს საშუალება მისცა, ავიაბილეთების ფასები შეემცირებინათ. თუმცა, რეგიონში არსებული დაძაბულობის ფონზე ეს ტენდენცია იცვლება.

განსაკუთრებული გავლენა იქონია ისრაელის იერიშმა ირანის სამხედრო ობიექტებზე, რის შედეგადაც ნავთობის ფასებმა 8%-ით მოიმატა. ბაზრებმა სიტუაციას მყისიერად უპასუხეს. ანალიტიკოსები Goldman Sachs-იდან აღნიშნავენ, რომ თუ ირანი ორმუზის სრუტეს დაბლოკავს, რომელიც გლობალური ნავთობის მიწოდების დაახლოებით მეხუთედს უზრუნველყოფს, ეს შეიძლება ფასების მკვეთრი ზრდის მიზეზი გახდეს.

მაკგილის უნივერსიტეტის ავიაციის სპეციალისტი, ჯონ გრედეკი განმარტავს, რომ თუ რეაქტიული საწვავის ფასი 10-20%-ით მოიმატებს, ავიაკომპანიები სერიოზულ ფინანსურ წნეხს განიცდიან. IATA-ს მონაცემებით, ავიაციის სფეროში საწვავის ხარჯები მთლიანი შემოსავლების თითქმის მესამედს შეადგენს.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა16 დეკემბერი 202523 დეკემბერი 2025FlyArystanავიაბილეთები 577 -დან
ათენი7 დეკემბერი 202512 დეკემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 216 -დან
ბარსელონა12 დეკემბერი 202515 დეკემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 454 -დან
ბერლინი15 იანვარი 202618 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 344 -დან
ბრიუსელი7 დეკემბერი 202510 დეკემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 352 -დან
ბრატისლავა25 მარტი 202629 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 208 -დან
ბუდაპეშტი12 მარტი 202619 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 214 -დან
დორტმუნდი20 იანვარი 20263 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 193 -დან
მემინგენი19 თებერვალი 202621 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 196 -დან
ფრანკფურტი23 იანვარი 202630 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 176 -დან

ამჟამად ბევრი ავიაკომპანია იყენებს ჰეჯირების მეთოდს – საწვავის ფასებს წინასწარ აფიქსირებს, რათა ბაზრის რყევისგან დაიცვას თავი. მაგალითად, Ryanair-მა გაზაფხულზე არსებული დაბალი ფასები გამოიყენა და საწვავის მარაგი სამი წლით წინასწარ შეიძინა.

The Telegraph-ის ინფორმაციით, 2022 წელს საწვავის ფასების ზრდის ფონზე, ისეთმა ავიაკომპანიებმა, როგორიცაა Emirates, AirAsia და Japan Airlines, ავიაბილეთებზე დამატებითი გადასახადი დააწესეს, რაც დაახლოებით 10%-ს შეადგენდა. სხვებმა კი ავიაბილეთების გაძვირების ნაცვლად მარშრუტების შემცირებისა და ხარჯების ოპტიმიზაციის გზას მიმართეს.

შეგახსენებთ, რომ 13 ივნისის ღამეს ისრაელმა განახორციელა იერიში ირანის ბირთვულ ობიექტებზე, რასაც სამხედრო დაპირისპირების ესკალაცია მოჰყვა. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ლიტვამ, ბულგარეთმა, ჩეხეთმა და პოლონეთმა, უკვე გამოაცხადა მზადყოფნა საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციისთვის.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version