ავიაბილეთები ყველაზე იაფად

როდიდან განახლდება Air Moldova -ს ფრენები საქართველოში?

ეარ მოლდოვა თბილისში ფრენებს აჩერებს

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ მოლდოვის სახელმწიფო ავიაკომპანია Air Moldova, 5 ქვეყნის დედაქალაქის – თბილისის, პარიზის, პრაღის, ლონდონისა და სტამბოლის მიმართულებით და პირიქით, ავიარეისებს აუქმებს. რის მიზეზადაც ტექნიკური სირთულეები სახელდება. ავიაკომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი ფლოტის 2 თვითმფრინავი ფრენისთვის მზად არ არის.

თუმცა, ეარ მოლდოვა -მ მხოლდოდ რამდენიმე რეისი გააუქმა და ამ დღეებში ოპერირების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება. როგორც ოფიციალურ წარმომადგენლობაში განაცხადეს, ამჟამად ფრენების განრიგის რეორგანიზაციაზე მიმდინარეობს მუშაობა და საქართველოს მიმართულებით ფრენებს მალე განახლდება.

 

როგორც თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანია – TAV Georgia განმარტავს, Air Moldova არ ცვლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განრიგს. ფრენები თბილისა და კიშინიოვს შორის კვირაში 7 სიხშირით განხორციელდედბა.

ასევე, ავიაკომპანია ზაფხულში თბილისის გარდა ფრენებს ბათუმის მიმართულებითაც შეასრულებს. აღნიშნულ მიმართულებაზე Air Moldova კვირაში 3 სიხშირით მოახდენს ოპერირებას.

მოლდოვის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად, დაგვირეკეთ ნომერზე: 551 907 907

Exit mobile version