ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Air Astana თბილისსა და ალმათს შორის ფრენების სიხშირეს ზრდის

tbilisi almati

ყაზახეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია Air Astana თბილისი ალმათის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ზრდის.

ნოემბერის თვეში თბილისი-ალმათი-თბილისი საჰაერო ხაზზე ფრენები კვირაში 4 სიხშირით Airbus A320 თვითმფრინავით განხორციელდება. არსებული განრიგის დაგეგმილ ფრენებს ხუთშაბათი დღე დაემატება.

შესაბამისად, აირ ასტანა აღნიშნულ მიმართულებაზე ფრენებს ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას განახორციელებს.

თბილისი ალმათი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
14 დეკემბერი 202517 დეკემბერი 2025Air Astanaავიაბილეთები 1 266 -დან
21 იანვარი 202625 იანვარი 2026Air Astanaავიაბილეთები 964 -დან
11 თებერვალი 202612 თებერვალი 2026Air Astanaავიაბილეთები 987 -დან

 

ხოლო, თბილისიდან ალმათის მიმართულებით, დეკემბრიდან მარტამდე პირდაპირი რეისები კვირაში 3 სიხშირით შესრულდება, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას.

ავიაკომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ მომავალი წლის მაისიდან განახლდება სეზონური ფრენები ალმათიდან ბათუმის მიმართულებით და ასევე ასტანადან თბილისის მიმართულებით.

თუ გსურთ დაჯავშნოთ იაფი ავიაბილეთები ალმათის მიმართულებით, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 551 907 907

Exit mobile version