ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი მოეწყობა

A new runway will be built in Kutaisi

ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობა 2026 წლისთვის უნდა დასრულდეს. ამის შესახებ „სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებაშია“ აღნიშნული, რომელიც 2023 წლის ივნისიდან – 2024 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.

დოკუმენტის მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -ს ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული პროექტირების სამუშაოები უკვე დასრულდა. „ამჟამად მიმდინარეობს ბაზრის კვლევა სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, რომლის საფუძველზეც შესაბამისი ტენდერი გამოცხადდება. სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2024 წელსვე იგეგმება, ხოლო მთლიანი პროექტის საბოლოო დასრულება კი 2026 წელს.

2024 წლის მაისში, დასრულდა საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ექსპერტების მიერ აეროპორტის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა. კვლევა და შეფასებები მოიცავს:

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა3 სექტემბერი 20256 სექტემბერი 2025FlyArystanავიაბილეთები 600 -დან
ათენი3 ოქტომბერი 20258 ოქტომბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 191 -დან
აბუ დაბი28 აგვისტო 202531 აგვისტო 2025Wizz Airავიაბილეთები 510 -დან
ბარსელონა15 ოქტომბერი 202529 ოქტომბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 577 -დან
ბერლინი15 ოქტომბერი 202530 ოქტომბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 347 -დან
ბრიუსელი26 ნოემბერი 20257 დეკემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 470 -დან
ბუდაპეშტი22 ოქტომბერი 202528 ოქტომბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 278 -დან
შუმკენტი4 სექტემბერი 20258 სექტემბერი 2025FlyArystanავიაბილეთები 570 -დან
დორტმუნდი11 ოქტომბერი 202518 ოქტომბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 399 -დან
მემინგენი15 ნოემბერი 202529 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 437 -დან

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის დასაწყისში დასრულდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ავტოსადგომის გაფართოების სამუშაოები, რამაც ჯამში ავტოსადგომზე ადგილების რაოდენობა 700-ამდე გაზარდა.

2023 წლის ბოლოს, ხელი მოეწერა „ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის თვითმფრინავების სადგომი ბაქნის რეკონსტრუქციისა და სადგომების სქემის შეცვლის სამშენებლო სამუშაოების შესახებ ხელშეკრულებას“, მშენებლობა დასრულდება 2024 წელს.

ამასთან, არსებული საჰაერო სატვირთო პოტენციალის ათვისების მიზნით, 2023 წელს ხელი მოეწერა მცირე ზომის სატვირთო ტერმინალის მშენებლობის შესყიდვის ხელშეკრულებას, რომლიც მიმდინარე წელს დასრულდება“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

დაგეგმე ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე იაფად. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version