საქართველოს საავიაციო ბაზარს ევროპის ერთ-ერთი წამყვანი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Norwegian უერთდება. სკანდინავიის უმსხვილესი ავიაგადამზიდავი თბილისი კოპენჰაგენი -ს საჰაერო ხაზზე ოპერირებას იწყებს, რაც მოგზაურებს დანიაში კომფორტულად და ბიუჯეტურად ჩასვლის შესაძლებლობას მისცემს.
როდის დაიწყება ფრენები? ისტორიაში პირველად, დანიის ა და საქართველოს დედაქალაქები ერთმანეთს რეგულარული, პირდაპირი ავიამიმოსვლით დაუკავშირდებიან. რეისები 2026 წლის 27 ივნისიდან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე შესრულდება. მგზავრებს ფრენა კვირაში ორი სიხშირით შეეძლებათ.
აქამდე კოპენჰაგენთან პირდაპირი კავშირი მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხორციელდებოდა, თუმცა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, არეალი გაფართოვდა და თბილისის აეროპორტი ც დაემატა.
მოთხოვნა და სტატისტიკა სკანდინავიის მიმართულებით მგზავრთა ნაკადი მუდმივად მზარდია:
- 2024 წლის მონაცემებით, დანიასა და საქართველოს შორის პირდაპირი გზით 32,000-ზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა.
- სკანდინავიის ქვეყნებიდან კი საქართველოს ჯამში 22,500-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია.
ავიაკომპანია Norwegian-ის შესახებ
Norwegian 1993 წლიდან ოპერირებს და ევროპაში სიდიდით მეოთხე დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიად ითვლება. მას მრავალი საერთაშორისო აღიარება აქვს მოპოვებული, მათ შორის, 2021 წელს Skytrax-მა ჩრდილოეთ ევროპის საუკეთესო დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიად დაასახელა.
ავიაბილეთების დაჯავშნა თბილისი კოპენჰაგენი კოპენჰაგენი თბილისი –ს მიმართულებით ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.
Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907