საქართველოს ავიაბაზარს ახალი ევროპული ავიაკომპანია, Air Serbia შეუერთდა – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. ავიაკომპანია პირდაპირ, რეგულარულ ფრენებს თბილისი ბელგრადი ბელგრადი თბილისი -ს საჰაერო ხაზზე, კვირაში სამჯერ – სამშაბათს, პარასკევს და კვირას, Airbus A319 ტიპის თვითმფრინავით შეასრულებს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ბელგრადის მიმართულებით Air Serbia-მ პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი 130 მგზავრით შეასრულა. სერბეთიდან კი თბილისის მიმართულებით საპირისპირო რეისით 124 მგზავრი ჩამოვიდა.
პირდაპირი ფრენები თბილისი - დან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
ბელგრადი | 3 ოქტომბერი 2025 | 5 ოქტომბერი 2025 | ![]() | Air Serbia პირდაპირი ფრენები თბილისიდან |
ახალი ავიაკომპანიის შემოსვლის აღსანიშნავად, თბილისის აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში ოფიციალური ცერემონია გაიმართ. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და სერბეთს შორის აქამდე რეგულარული პირდაპირი საჰაერო კავშირი არ არსებობდა.
Air Serbia წარმოადგენს სერბეთის ეროვნული ავიაკომპანიის, Aeroput-ის მემკვიდრეს, რომელიც 1927 წელს დაარსდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს საქართველოსა და სერბეთს შორის მგზავრთა ნაკადმა 16,839 შეადგინა — რაც 2023 წელთან შედარებით 66%-იანი ზრდაა. ახალი პირდაპირი რეისები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ტურიზმისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.
Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907