თურქული მედიის ინფორმაციით, Turkish Airlines-ის ბორტზე ბავშვი დაიბადა. ნიგერიის მოქალაქეს, რომელიც სტამბოლი-მანჩესტერის რეისით მგზავრობდა, ფრენის დროს, თვითმფრინავში გოგონა შეეძინა.
მთავარი ბორტგამცილებელის თქმით, როდესაც მგზავრს ტკივილები დაეწყო, საჭირო იყო სწრაფი მოქმედება. ამიტომ, ბორტის ეკიპაჟმა გადაწყვიტა, რომ თავად დახმარებოდნენ ქალბატონს. საბედნიეროდ, თვითმფრინავში აღმოჩნდა ექიმიც.
საბოლოოდ, თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ის თვითმფრინავი ვენაში ავარიულად დაეშვა, სადაც დედა და ახალშობილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გადავიდნენ.