იანვრის თვის ავიარეისების განრიგში სიახლეა. უკვე დიდი ხანია ავიარეისები სრულდება თბილისსა და მინსკს შორის, თუმცა მხოლოდ ცალმხრივად. 14 იანვრიდან კი ავიაკომპანია Belavia ფრენებს ორივე მიმართულებით, მინსკი-თბილისი-მინსკის საჰაერო ხაზზე შეასრულებს.
მინსკი-თბილისი-მინსკის მიმართულებით იანვრის ავიარეისები შემდეგი განრიგით შესრულდება:
მინსკი-თბილისი: 14, 21 და 28 იანვარი.
თბილისი-მინსკი: 15, 22 და 29 იანვარი.
ახალ ავიარეისებს გვთავაზობს, ასევე, Georgian Airways-ი. ავიაკომპანია ფრენას ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებით, თბილისი-ვარშავის საჰაერო ხაზზე 21 იანვარს შეასრულებს.
ასევე, Georgian Airways-ის რეისით შეგიძლიათ ისარგებლოთ თბილისი-დუბაის მიმართულებით 22 იანვარს.