ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ვროცლავის აეროპორტი, მასშტაბური მოდერნიზაციის გამო, 40 დღით დაიკეტება

wroclaw airport

2025 წელს ვროცლავის ნიკოლაუს კოპერნიკის აეროპორტი დროებით შეწყვეტს მუშაობას. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ხშირად მოგზაურობს ვროცლავში, ან იყენებს ამ აეროპორტს ტრანსფერად.

თუ 2025 წლის 26 ოქტომბრიდან 4 დეკემბრამდე გეგმავ პოლონეთში ან ევროპის მიმართულებით გამგზავრებას ვროცლავის აეროპორტის გავლით, გირჩევთ ფრენები წინასწარ გადაამოწმო და ალტერნატიული აეროპორტებით ისარგებლო – მაგალითად ვარშავას, კატოვიცეს, კრაკოვის ან პოზნანის. ასევე, სატრანსპორტო ბილეთები და სასტუმროები რაც შეიძლება ადრე დაჯავშნე, რადგან ამ პერიოდში მოთხოვნა საგრძნობლად გაიზრდება. დროული დაგეგმვა დაგეხმარება თავიდან აიცილო გაუგებრობები და მოგზაურობა უფრო მშვიდად ჩაივლის.

ქუთაისი ვროცლავი

გამგზავრებაგაჩერებაბილეთების პოვნა
28 დეკემბერი 2025პირდაპირიავიაბილეთები 245 -დან
31 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 480 -დან
28 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 585 -დან
21 დეკემბერი 2025პირდაპირიავიაბილეთები 588 -დან
24 დეკემბერი 2025პირდაპირიავიაბილეთები 598 -დან
21 დეკემბერი 2025პირდაპირიავიაბილეთები 618 -დან
14 დეკემბერი 2025პირდაპირიავიაბილეთები 681 -დან
14 დეკემბერი 2025პირდაპირიავიაბილეთები 721 -დან
17 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 783 -დან
17 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 829 -დან
23 დეკემბერი 2025პირდაპირიავიაბილეთები 853 -დან
29 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 859 -დან
26 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 884 -დან
21 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 887 -დან
22 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 914 -დან
23 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 916 -დან
18 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 1 013 -დან

როდის და რატომ იხურება აეროპორტი?

ვროცლავის აეროპორტი სრულად დაიხურება 2025 წლის 26 ოქტომბრიდან 4 დეკემბრამდე. ამ პერიოდში ყველა ფრენა გაუქმდება და მგზავრებს ალტერნატიული ვარიანტებით სარგებლობა მოუწევთ.

დახურვის მიზეზი მოდერნიზაციაა, რომლის მიზანია ტერმინალის გაფართოება და მგზავრთა კომფორტის გაუმჯობესება. ამჟამად აეროპორტი გათვლილია წელიწადში 4 მილიონ მგზავრზე, თუმცა ამ მაჩვენებელმა 2024 წელს უკვე გადააჭარბა. შედეგად, შეიქმნა დისკომფორტი და მომსახურების ხარისხი დაეცა.

რა შეიცვლება მოდერნიზაციის შემდეგ?

რეკონსტრუქცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აეროპორტის ინფრასტრუქტურას. ვროცლავის აეროპორტის დირექტორმა, კაროლ პშივარამ, აღნიშნა, რომ ეს ცვლილებები დადებითად იმოქმედებს მგზავრების უსაფრთხოებასა და კომფორტზე და ხელს შეუწყობს აეროპორტის განვითარებას. ვარაუდობენ, რომ მოდერნიზაციის შემდეგ ვროცლავი შეძლებს მეტი ფრენის მიღებას და მგზავრების კიდევ უფრო სწრაფად და ეფექტურად მომსახურებას.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version