ავიაკომპანია Wizz Air – ი ქუთაისიდან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებით ანახლებს ფრენებს. ქუთაისის აეროპორტიდან პარიზის მიმართულებით ავიამიმოსვლა პანდემიის დროს შეჩერდა, თუმცა მალე Wizz Air- ი ამ მიმართულებით ისევ შეასრულებს ფრენებს.
ამჟამინდელი ინფორმაციით, ქუთაისი – პარიზის საჰაერო ხაზზე ავიამიმოსვლა 4 აგვისტოდან განახლდება. თავდაპირველად ფრენები კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათს შესრულდება.
ავიაბილეთები პარიზის მიმართულებით უკვე გაყიდვაშია.