უნგრული ავიაკომპანია Wizz Air -ი ერთ-ერთი მოწინავე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიია მსოფლიოში, რომელიც საკმაო პოპულარობით სარგებლობს მგზავრებში.
ვიზიარი საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ანხორციელებს ფრენებს. კომპანია ორიენტირებულია მაღალ ხარისხსა და მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასებზე.
ამ სტატიაში დეტალურად გაეცნობით Wizz Air-ის წესებსა და პირობებს.
-
ავიაბილეთის გაუქმება
ცალმხრივი ავიაბილეთის შეძენის შემთხვევაში, ავიაბილეთის ჯავშნის გაუქმება უნდა მოხდეს ფრენამდე მინიმუმ 3 საათით ადრე.
ორმხრივი ავიაბილეთების შეძენისას, თუ ჯავშანში ორივე რეისია მითითებული, გაუქმება პირველი ფრენის შესრულებამდე უნდა მოხდეს და ამ შემთხვევაში ორივე რეისი გაუქმდება. გაუქმება ვერ მოხერხდება, თუ პირველი რეისი შესრულებულია.
ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში იხდით გადასახადს. მოსაკრებლის რაოდენობა დამოკიდებულია ფრენამდე დარჩენილი დღეების რაოდენობაზე.
-
თარიღის შეცვლა
თარიღის, დროისა თუ რეისის შეცვლა შესაძლებელია ფრენამდე მინიმუმ 3 საათით ადრე. მოსაკრებლის ღირებულება დამოკიდებულია ფრენამდე დარჩენილი დღეების რაოდენობაზე და მერყეობს 32€-დან 42€-მდე ყოველ მგზავრსა და რეისზე.
Wizz Flex სერვისის შეძენის შემთხვევაში, მგზავრს ამ ცვლილების გამო, არ მოუწევთ მოსაკრებლის გადახდა.
-
მგზავრის მონაცემების შეცვლა
თუ ავიაბილეთში მგზავრის მონაცემის შეცვლა ან სხვა პირზე გადაცვლა გსურთ, საკომისიო 146 ლარია თითოეული რეისისთვის. ცვლილება შესაძლებელია მოხდეს ონლაინ, ფრენამდე მინიმუმ 3 საათით ადრე.
-
რეგისტრაცია/Check-in
თქვენ შეგიძლიათ რეისზე ონლაინ რეგისტრაციის უფასოდ გავლა.
თუ ადგილი დაჯავშნისას შეიძინეთ, რეგისტრაცია იწყება დაგეგმილ ფრენამდე 30 დღით ადრე. თუ არ შეგიძენიათ, ამ შემთხვევასი რეგისტრაცია ხელმისაწვდომია თითოეული რეისის გამგზავრებამდე 48 საათით ადრე.
-
ბარგი
ვიზიარის ყველა მგზავრს უფლება აქვს ბორტზე აიტანოს ერთი უფასო ხელბარგი, რომლის წონა 10კგ-ს და ზომა 40×30×20 სმ-ს არ აღემატება.
ასევე, WIZZ პრიორიტეტის ბილეთის მოქონე მგზავრს შეუძლია ისარგებლოს კიდევ ერთი ჩანთის ატანის უფლებით ბორტზე, რომლის მაქსიმალური ზომები 55×40×23 სმ-ია.
რაც შეეხება რეგისტრირებულ ბარგს, მისი მაქსიმალური დასაშვები გაბარიტებია: სიმაღლე-119 სმ, სიგანე-149 სმ, სიგრძე-171 სმ. ხოლო რეგისტრირებული ბარგის ტიპებია: 10კგ-იანი, 20კგ-იანი და 32კგ-იანი.
თითოეულ მცირეწლოვან ბავშვზე უფასოდაა შესაძლებელი დარეგისტრირდეს სასეირნო/დასაკეცი საბავშბო ეტლი.
თუ ხელბარგის ზომა გადააჭარბებს მითითებულს, აეროპორტში მოგიწევთ ზედმეტი ზომის მოსაკრებლის გადახდა.
-
ბორტზე დაშვებული დამატებითი ნივთები
ბორტზე უფასოდ შეიგიძლიათ აიტანოთ: მობილური ტელეფონი, მოსაცმელი ან პლედი, ფრენის დროს საკითხავი მასალა, 2 წლამდე ბავშვებისთვის ფრენის დროს სამყოფი საკვები, ყავარჯენის შშმ პირთათვის.
-
ბარგის დაკარგვა/დაზიანება
თუ ბარგი დაზიანდა ან დაიკარგა, თქვენ შეგიძლიათ განაცხადოთ ამის შესახებ დანიშნულების ადგილზე ჩასვლისთანავე.