Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

რატომ ტოვებს ავიაკომპანია Wizz Air არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს

wizzair abudhabi

უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ი 2025 წლის 1-ლი სექტემბრიდან Wizz Air Abu Dhabi-ის ოპერირებას წყვეტს. გადაწყვეტილება, რომელიც ორშაბათს გახდა ცნობილი, “საოპერაციო გამოწვევებითაა” განპირობებული, მათ შორის გეოპოლიტიკური კონფლიქტებითა და Pratt & Whitney GTF ძრავებთან დაკავშირებული პრობლემებით.

Wizz Air-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, იოჟეფ ვარადიმ, განაცხადა, რომ მიუხედავად სირთულისა, აღნიშნული გადაწყვეტილება არსებულ ვითარებაში სწორია. კომპანია ამიერიდან ფოკუსირებას მოახდენს ევროპულ ქსელზე, რომელიც კვლავაც მომგებიანი რჩება.

Wizz Air Abu Dhabi-ის შექმნა პანდემიის პერიოდში, Abu Dhabi Developmental Holding Company-სთან პარტნიორობით, მიზნად ისახავდა რეგიონში ფრენებზე მაღალი მოთხოვნის ათვისებას და მგზავრების მომსახურებას ახლო აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებებით.

პირდაპირი ფრენები ქუთაისი - დან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა1 ოქტომბერი 202615 ოქტომბერი 2026FlyArystanავიაბილეთები 687 -დან
ათენი16 ნოემბერი 202620 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 189 -დან
ბარსელონა14 დეკემბერი 202621 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 390 -დან
ბერლინი12 იანვარი 202716 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 276 -დან
ბრიუსელი1 ნოემბერი 20268 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 356 -დან
ბრატისლავა26 იანვარი 202730 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 164 -დან
ბუდაპეშტი24 იანვარი 202731 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 307 -დან
დორტმუნდი28 ნოემბერი 20263 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 294 -დან

ცხელი და მკაცრი გარემო

Wizz Air Abu Dhabi-ის ფლოტი, რომელიც 12 ერთეულ A321 ტიპის თვითმფრინავს მოიცავს (რვა პირველი თაობის და ოთხი A321neo), დიდი ხანია Pratt & Whitney-ის ძრავებთან დაკავშირებულ პრობლემებს აწყდება. მიზეზი ისაა, რომ ამ ტიპის ტურბოფენების მომსახურების ვადა ცხელ და მკაცრ გარემოში უფრო მოკლეა, რაც ხშირ ტექნიკურ მომსახურებას მოითხოვს.

სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა რეგიონში მტრული კლიმატის გამო, რაც 2023 წლის ოქტომბერში, ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ დაიწყო და რამდენიმე კონფლიქტი, მათ შორის ირანთან დაპირისპირებაც გამოიწვია. ეს ფაქტორები, როგორც ჩანს, გადამწყვეტი აღმოჩნდა Wizz Air-ისთვის, რომელმაც აბუ დაბიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

Wizz Air აბუ დაბიში ოპერირების შეწყვეტის მიუხედავად, ავიაკომპანია აქტიურად აგრძელებს ფრენებს ევროპულ ქსელში, რომელიც, როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი აღნიშნავს, კვლავ მომგებიანი რჩება. Wizz Air-ის ერთ-ერთი უპირატესობა სწორედ ხელმისაწვდომი ფასებია, რაც მოგცემთ შესაძლებლობას, ბიუჯეტურად იმოგზაუროთ ისეთ პოპულარულ მიმართულებებზე, როგორიცაა ათენი, ლარნაკა, მილანი, ბუდაპეშტი, პარიზი და ვენა და სხვა მოთხოვნადი მიმართულებები.

 

Exit mobile version