ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Wizz Air -მა ახალი საწევრო პაკეტი გამოუშვა

WIZZ All You Can Fly

გლობალურად ევროპის ყველაზე მდგრადმა ავიაკომპანია Wizz Air -მა, ახალი საწევრო პაკეტი All You Can Fly გამოუშვა. პაკეტი მოქმედებს 12 თვის განმავლობაში და მოიცავს ფრენების დიდ რაოდენობას – 800 მარშრუტს, 50-ზე მეტი ქვეყნის თითქმის 200 ქალაქის მიმართულებას.

ვიზეარი არის ერთადერთი ავიაკომპანია, რომელიც დიდი რაოდენობით ფრენებს, ფიქსირებულ ფასად გვთავაზობს. 599 ევროს ღირებულების წლიური წევრობა მოგზაურებს viziari -ს ყველა ფრენაზე მისცემს წვდომას, ხოლო განმეორებითი დაჯავშნის საკომისიო 9,99 ევრო იქნება. წევრობის ახალი პაკეტი მომხმარებლებს რამდენჯერმე მოგზაურობის საოცარ შესაძლებლობას მისცემს, რაც საბოლოო ჯამში მათ ბილეთების შეძენისას თანხის დაზოგვაში დაეხმარება.

საწევრო პაკეტი იდეალურია მოგზაურებისთვის, რომლებიც ყოველთვის წინასწარ გეგმავენ მომდევნო მოგზაურობას. წევრობა მოქმედებს თითო მგზავრისთვის 12 თვის განმავლობაში. მომხმარებელი ხელმისაწვდომი დანიშნულების ადგილის არჩევას გამგზავრებამდე 72 საათით ადრე შეძლებს.

ავიაკომპანია All You Can Fly-ის საწევრო პაკეტის წინასწარ გაყიდვას იწყებს და მისი ღირებულება 499 ევრო იქნება. წინასწარი გაყიდვა 2024 წლის 13 აგვისტოს 12:00 საათიდან 15 აგვისტოს 23:59 საათამდეა შესაძლებელი. 

წინასწარი გაყიდვის შემდეგ, ყველა მომხმარებელს 599 ევროდ შეეძლება საწევრო პაკეტის შეძენა. მგზავრებს WIZZ All You Can Fly -ის ფარგლებში ფრენების დაჯავშნა 2024 წლის 25 სექტემბრიდან შეუძლიათ.

Wizz Air ავიაბილეთები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი20 მაისი 202621 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 196 -დან
ბარსელონა22 ოქტომბერი 202624 ოქტომბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 403 -დან
ბერლინი29 აპრილი 20266 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 421 -დან
ბრიუსელი11 მარტი 202714 მარტი 2027Wizz Airავიაბილეთები 278 -დან
ბრატისლავა11 ოქტომბერი 202621 ოქტომბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 260 -დან
ბუდაპეშტი27 მაისი 202630 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 285 -დან
დორტმუნდი19 მაისი 202626 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 375 -დან
მემინგენი6 მაისი 20268 ივნისი 2026Wizz Airავიაბილეთები 239 -დან
ფრანკფურტი29 მაისი 20268 ივნისი 2026Wizz Airავიაბილეთები 274 -დან
ჰამბურგი9 ივნისი 202616 ივნისი 2026Wizz Airავიაბილეთები 387 -დან

 

მოგეხსენებათ, ავიაკომპანია ვიზეარი საქართველოს მოქალაქეებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ემსახურება, საიდანაც ფრენებს მსოფლიოს უამრავი მიმართულებით ასრულებს. მათ, ვინც ვიზეარის მუდმივი მომხმარებელია და ხშირად მოგზაურობს, აღნიშნული სიახლე შესანიშნავი ვარიანტია თანხის დაზოგვისათვის.

Wizz Air-ის კომერციული ოფიცერი, სილვია მოსკერა: „მოხარულები ვართ, რომ Wizz Air  პირველი ავიაკომპანიაა ევროპაში, რომელიც მომხმარებლებს ამ უნიკალურ საწევრო პაკეტს სთავაზობს. WIZZ All You Can Fly წევრობა მომხმარებლებს სპონტანური მოგზაურობის ასობით ვარიანტს, ფიქსირებულ ფასად შესთავაზებს. ეს წევრობა ადამიანებს ახალ ადამიანებთან და ადგილებთან დააკავშირებს.”

დამატებითი სერვისები, როგორებიცაა ადგილების შერჩევა და ბარგი, საწევრო გადასახადში არ შედის, თუმცა, ჩვეულებისამებრ, მისი დამატება ცალკე შეიძლება. მნიშვნელოვანია ადგილების ხელმისაწვდომობის ფაქტორი, WIZZ All You Can Fly-ის საწევრო პაკეტი ყველა ფრენისთვის არ არის ხელმისაწვდომი, რომელიც რეკლამირებულია Wizz Air -ის მიერ. მომხმარებლებს ბილეთების დაჯავშნა მიმდინარე წლის 25 სექტემბრიდან შეეძლებათ.

გაითვალისწინეთ, WIZZ All You Can Fly-ის რეგულარული ფასი 599 ევროა, ამიტომ მსურველები ახლავე უნდა დარეგისტრირდნენ, რათა ისარგებლონ 499 ევროიანი შეთავაზებით.

შეიძინე იაფი ავიაბილეთები Avia.ge -ზე. დაგვირეკე ნომერზე: 551 907 907 

Exit mobile version