ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Wizz Air ლიონის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

პირდაპირი ფრენები ლიონში

2025 წლის 3 ივნისიდან ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად მდგრადი ავიაკომპანია Wizz Air -ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ლიონის სენტ-ეგზიუპერის აეროპორტის (LYS) მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს. ახალი მარშრუტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და საფრანგეთს შორის საჰაერო კავშირის გაძლიერებას და მისცემს ქართველ მგზავრებს უფრო მრავალფეროვან მგზავრობის შესაძლებლობებს.

ახალი რეისები შესრულდება კვირაში ორჯერ – სამშაბათსა და შაბათს, რაც მგზავრებს მოქნილობასა და კომფორტს შესთავაზებს. ავიაბილეთების ღირებულება 69.99 ევროდან იწყება, მათი შეძენა კი უკვე შესაძლებელია ვიზეარი ს ოფიციალურ ვებგვერდსა და მობილურ აპლიკაციაში. ეს მარშრუტი გახდება მნიშვნელოვანი დამატება Wizz Air-ის მზარდი ქსელისთვის, რომელიც ამჟამად 15 ქვეყნის 23 მიმართულებას მოიცავს.

Wizz Air პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი12 აპრილი 202626 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 211 -დან
ბარსელონა16 აპრილი 202623 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 344 -დან
ბერლინი1 აპრილი 20268 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 352 -დან
ბრიუსელი7 მაისი 202610 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 284 -დან
ბრატისლავა18 მარტი 202623 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 192 -დან
ბუდაპეშტი28 მარტი 202611 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 233 -დან
დორტმუნდი15 დეკემბერი 202612 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 330 -დან
მემინგენი26 დეკემბერი 202631 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 296 -დან
ფრანკფურტი22 იანვარი 202729 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 150 -დან
ჰამბურგი28 აპრილი 20262 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 232 -დან

 

Wizz Air-მა აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მიიღო. გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ახალი მიმართულება საქართველოს მოქალაქეებს ფრანგულ ბაზართან უფრო კომფორტულ და ხელმისაწვდომ კავშირს შესთავაზებს: “ლიონი პარიზის შემდეგ მეორე ქალაქი გახდება, რომელსაც საქართველო პირდაპირი საჰაერო გზით დაუკავშირდება. ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გააძლიერებს ორმხრივ ტურიზმსა და საქმიანი კავშირებს.”

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი აქტიურად განაგრძობს ახალი მარშრუტების დამატებას. ამჟამად, Wizz Air ქუთაისიდან ფრენებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის მრავალ მიმართულებით ასრულებს, ხოლო აპრილიდან ფრენებს მადრიდის და ჰამბურგის მიმართულებით აც განაახლებს.

ქუთაისი ლიონი ლიონი ქუთაისი რეისზე Wizz Air-ის ახალი პირდაპირი ფრენა დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს როგორც ტურისტებს, ასევე ბიზნეს და სპორტის მოყვარულებს. დაბალი ფასის ავიაბილეთები, რეგულარული სიხშირე და ფრენის მოქნილი განრიგი მოგზაურობას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ეს მარშრუტი არა მხოლოდ ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, არამედ საქართველოსა და საფრანგეთს შორის ეკონომიკურ და კულტურულ კავშირებსაც გაამყარებს.

ქუთაისი ლიონი პირდაპირი

ლიონი საფრანგეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული და ეკონომიკური ცენტრია, რომელიც ცნობილია თავისი მდიდარი ისტორიით, გასტრონომიული ტრადიციებით და სპორტული ცხოვრებით. ქალაქი ხშირად მოიხსენიება, როგორც საფრანგეთის გასტრონომიული დედაქალაქი, სადაც უამრავი მიშლენის ვარსკვლავიანი რესტორანი და ტრადიციული ბუშონებია წარმოდგენილი. ამასთან, ლიონი მასპინძლობს მრავალ კულტურულ ღონისძიებას, მათ შორის ცნობილ სინათლის ფესტივალს (Fête des Lumières), რომელიც ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორს იზიდავს.

ახალი მარშრუტი განსაკუთრებით საინტერესო იქნება ქართველი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, რადგან ლიონში მდებარეობს საფრანგეთის ერთ-ერთი წარმატებული საფეხბურთო კლუბი “ლიონის ოლიმპიკი” (Olympique Lyonnais). ქართველი ფანები მარტივად შეძლებენ დაესწრონ მატჩებს და მხარდაჭერა გაუწიონ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს, რომელიც ამჟამად ამ კლუბში თამაშობს.

შეიძინე ლიონის ავიაბილეთები ყველაზე იაფად! დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version