Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Wizz Air სისტემურ განახლებას აანონსებს. რა საფრთხე ემუქრებათ მგზავრებს?

Wizz Air

ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია, Wizz Air მასშტაბურ ტექნიკურ განახლებას გეგმავს. აღნიშნული პროცესი გამოიწვევს ავიაკომპანიის ყველა ციფრული პლატფორმის დროებით გათიშვას, რაც პირდაპირ აისახება მგზავრებზე, ვინც ფრენას უახლოეს პერიოდში გეგმავს.

ამ ყველაფრის მიზანია პლატფორმების სტაბილურობის გაუმჯობესება და მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის ახალ საფეხურზე აყვანა. თუმცა, სანამ სისტემა განახლდება, მგზავრებს მოუწევთ გარკვეული წესების დაცვა, რათა აეროპორტში გაუთვალისწინებელი ხარჯები თავიდან აირიდონ.

Wizz Air

 როდის და რამდენი ხნით შეიზღუდება სერვისები?

დაგეგმილი სისტემური განახლება განხორციელდება 2026 წლის 26 თებერვალს, საქართველოს დროით 02:00 საათზე და გაგრძელდება დილის 11:00 საათამდე. ამ 9-საათის განმავლობაში Wizz Air-ის ვებგვერდი და მობილური აპლიკაცია სრულად გაითიშება.

რომელი ფუნქცია იქნება მიუწვდომელი?

ამ დროის მონაკვეთში მომხმარებლები ვერ შეძლებენ შემდეგი სერვისების გამოყენებას:

როგორ ავიცილოთ თავიდან ჯარიმები აეროპორტში?

ავიაკომპანია გასცემს რეკომენდაციას, რომ მგზავრებმა 26 თებერვალს 02:00 საათამდე აუცილებლად გაიარონ რეგისტრაცია და ჩამოტვირთონ ჩასხდომის ბარათი (Boarding Pass) ტელეფონში ან ამობეჭდონ იგი.

მნიშვნელოვანი გამონაკლისი

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი რეისი ემთხვევა სისტემური შეფერხების პერიოდს და ონლაინ რეგისტრაცია ტექნიკურად შეუძლებელია, აეროპორტში რეგისტრაცია განხორციელდება სრულიად უფასოდ.

ავიაკომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერმა, სალვატორე გაბრიელე იმპერიალემ აღნიშნა:

„ჩვენ მიზანი მომხმარებლებისთვის შეუფერხებელი და საიმედო მომსახურების მიწოდებაა. აღნიშნული განახლება კიდევ უფრო განავითარებს ჩვენს სისტემებს და ხელს შეუწყობს ციფრულ პლატფორმებზე შემდგომ გაუმჯობესებებს. მადლობას ვუხდით მომხმარებლებს ნდობისთვის, დაგეგმილი სამუშაოები ემსახურება მათთვის უკეთესი სამგზავრო გამოცდილების უზრუნველყოფას.”

ფრენების განრიგი

აღსანიშნავია, რომ სისტემური გათიშვა არ იმოქმედებს ფრენების განრიგზე. ყველა რეისი შესრულდება დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით. თუ თქვენ უკვე გაქვთ ჩამოტვირთული ჩასხდომის ბარათი, აეროპორტში ჩვეულებრივ რეჟიმში შეძლებთ გამგზავრებას.

რეკომენდაციები მოგზაურებს:

საუკეთესო ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვირეკე: 551 907 907

იაფი ფრენები - გამგზავრება: ქუთაისი

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაბილეთების მოძებნა
ლარნაკა25 ნოემბერი 202629 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 126 -დან
სალონიკი25 იანვარი 202731 იანვარი 2027ავიაბილეთები 158 -დან
ვარშავა31 დეკემბერი 202610 იანვარი 2027ავიაბილეთები 201 -დან
პოზნანი8 დეკემბერი 202612 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 206 -დან
მილანი24 იანვარი 202728 იანვარი 2027ავიაბილეთები 207 -დან
Exit mobile version