# საავიაციო პროგნოზი 2026: რა გარანტიას აძლევს Wizz Air-ი ზაფხულის სეზონის წინ ქართველ მგზავრებს?

- Link: https://avia.ge/wizz-air-summer-flights/
- Published: 2026-05-17T12:45:40+04:00
- Author: Nato Chitashvili

წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ზაფხულის საოცნებო შვებულება უკვე დაგეგმილია, სასტუმრო ბუდაპეშტში
ან ევროპის სხვა ისტორიულ ქალაქში დაჯავშნილი გაქვთ, თუმცა გლობალური საავიაციო კრიზისის,
გაუქმებული რეისებისა და საწვავის მზარდი ფასების ფონზე შიში მაინც გრჩებათ – შესრულდება
თუ არა თქვენი ფრენა დროულად? ეს კითხვა დღეს მილიონობით მოგზაურს აწუხებს. სწორედ 
ამ კრიტიკულ პერიოდში, ევროპის ერთ-ერთმა წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა გადამზიდავმა,
[**WizzAir**](https://avia.ge/airlines/wizz-air/)-მა, 2026 წლის პირველი ოთხი თვის
ოფიციალური საოპერაციო შედეგები გამოაქვეყნა, რაც ქართველი მგზავრებისთვის საკმაოდ 
იმედისმომცემი აღმოჩნდა.

### იაფი ფრენები - გამგზავრება: ქუთაისი

 | მიმართულება | გამგზავრების თარიღი | დაბრუნების თარიღი | ავიაბილეთების მოძებნა | 
   | ლარნაკა | 24 მარტი 2027 | 30 მარტი 2027 | [ავიაბილეთები 138 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.fromCity_tp_from_our_city_fly_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DKUT%252526destination_iata%25253DLCA%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2027-03-24%252526return_date%25253D2027-03-30%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | სალონიკი | 14 თებერვალი 2027 | 21 თებერვალი 2027 | [ავიაბილეთები 184 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.fromCity_tp_from_our_city_fly_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DKUT%252526destination_iata%25253DSKG%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2027-02-14%252526return_date%25253D2027-02-21%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | ათენი | 15 თებერვალი 2027 | 28 თებერვალი 2027 | [ავიაბილეთები 227 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.fromCity_tp_from_our_city_fly_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DKUT%252526destination_iata%25253DATH%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2027-02-15%252526return_date%25253D2027-02-28%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | მილანი | 1 თებერვალი 2027 | 14 თებერვალი 2027 | [ავიაბილეთები 232 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.fromCity_tp_from_our_city_fly_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DKUT%252526destination_iata%25253DMIL%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2027-02-01%252526return_date%25253D2027-02-14%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | ვენეცია | 9 მარტი 2027 | 16 მარტი 2027 | [ავიაბილეთები 237 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.fromCity_tp_from_our_city_fly_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DKUT%252526destination_iata%25253DVCE%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2027-03-09%252526return_date%25253D2027-03-16%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | პოზნანი | 22 დეკემბერი 2026 | 12 იანვარი 2027 | [ავიაბილეთები 242 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.fromCity_tp_from_our_city_fly_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DKUT%252526destination_iata%25253DPOZ%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2026-12-22%252526return_date%25253D2027-01-12%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | ვარშავა | 23 დეკემბერი 2026 | 20 იანვარი 2027 | [ავიაბილეთები 264 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.fromCity_tp_from_our_city_fly_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DKUT%252526destination_iata%25253DWAW%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2026-12-23%252526return_date%25253D2027-01-20%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | კატოვიცა | 26 დეკემბერი 2026 | 9 იანვარი 2027 | [ავიაბილეთები 265 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.fromCity_tp_from_our_city_fly_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DKUT%252526destination_iata%25253DKTW%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2026-12-26%252526return_date%25253D2027-01-09%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | სტამბოლი | 15 დეკემბერი 2026 | 17 დეკემბერი 2026 | [ავიაბილეთები 277 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.fromCity_tp_from_our_city_fly_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DKUT%252526destination_iata%25253DIST%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2026-12-15%252526return_date%25253D2026-12-17%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | რომი | 7 თებერვალი 2027 | 17 თებერვალი 2027 | [ავიაბილეთები 278 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.fromCity_tp_from_our_city_fly_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DKUT%252526destination_iata%25253DROM%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2027-02-07%252526return_date%25253D2027-02-17%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) |

იმ დროს, როდესაც ევროპის მასშტაბით საჰაერო ტრანსპორტი გეოპოლიტიკური გაურკვევლობისა
და ინდუსტრიული შეფერხებების წნეხის ქვეშ იმყოფება, ხელმისაწვდომი [**ავიაბილეთები** ](https://avia.ge/)
და სტაბილურობის გარანტია ოქროს ფასი ხდება. მიმდინარე მაჩვენებლებით, ავიაკომპანია
დატვირთული საზაფხულო სეზონის წინ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორის პოზიციას
მყარად ამყარებს.

![ვიზეარის ავიალაინერი](https://avia.ge/wp-content/uploads/2026/05/Wizz-Air-Avialaineri.
jpg)

## **გაიზრდება თუ არა ფასები მზარდი ხარჯების ფონზე?**

ერთ-ერთი მთავარი საფიქრალი, რაც მოგზაურებს მოსავენების სეზონზე აქვთ, ტარიფების შესაძლო
მატებაა. ამ საკითხზე ავიაკომპანიის მენეჯმენტი მკაფიო პოზიციას აფიქსირებს.

_„მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიუხედავად ავიასაწვავის ფასების ზრდისა, არ ვგეგმავთ ფრენების
გაუქმებას ან დამატებითი ხარჯების მოგზაურთა მხრებზე, ავიაბილეთები-ს ფასების ზრდით
გადატანას. ჩვენი პრიორიტეტი კვლავაც უცვლელია – ქსელის სტაბილურობის დაცვა და ხელმისაწვდომი
ფასების შენარჩუნება,”_ – განაცხადა **Wizz Air**-ის კომერციულმა დირექტორმა, იან მალინმა.

მისივე თქმით, საიმედოობა მომხმარებლის ნდობის საფუძველია. მიუხედავად საავიაციო ინდუსტრიაში
არსებული რთული გარემოსი, კომპანიის მთავარი მიზანი შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანა
და მგზავრების დანიშნულების ადგილამდე უსაფრთხოდ, დროულად მიყვანაა, რათა საზაფხულო
დასვენება ყველასთვის კომფორტული იყოს.

### **ციფრების ენა: 99.53%-იანი შესრულების მაჩვენებელი**

2026 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით პერიოდში ავიაკომპანიამ ფრენების შესრულების მაჩვენებელში
უპრეცედენტო, 99.53%-იან შედეგს მიაღწია. ეს ნიშნავს, რომ დაგეგმილი რეისების აბსოლუტური
უმრავლესობა ყოველგვარი გაუქმების გარეშე შესრულდა, რითაც კომპანია ევროპის სამ საუკეთესო
ავიახაზს შორის დასახელდა. როდესაც თქვენი სამგზავრო **ავიაბილეთები** უკვე ნაყიდი 
გაქვთ, ეს სტატისტიკა გაძლევთ რეალურ გარანტიას, რომ ფრენა პიკურ პერიოდშიც კი გეგმის
მიხედვით შედგება.

ეს მდგრადობა შემთხვევითი არ არის – ის მილიონობით მგზავრისთვის პროგნოზირებადი გარემოს
შექმნაზე მიმართული მიზანმიმართული ინვესტიციების შედეგია.

საავიაციო ქსელში არსებობს ტერმინი First-Wave Departures (FW D0%), რაც დღის პირველი
რეისების ზუსტად დაგეგმილ დროს შესრულებას გულისხმობს. Wizz Air-ი ამ კომპონენტშიც 
ევროპის ლიდერად დასახელდა. საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ თუ დღის პირველი ფრენა
არ დაგვიანდება, მთელი დღის განმავლობაში შეფერხებების ჯაჭვური რეაქციის რისკი მინიმუმამდე
მცირდება.

ამასთანავე, სხვა ძირითად ინდიკატორებში (D0%, D15% და A15%), რომლებიც ფრენებისა და
დანიშნულების ადგილზე ჩასვლის სიზუსტეს ზომავს, კომპანია სტაბილურად ინარჩუნებს მოწინავე
პოზიციებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ A180% მაჩვენებელში (სამ საათამდე დაგვიანების
არქონა) 99%-ზე მეტი შედეგი დაფიქსირდა, რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კომპანიის
საუკეთესო პროგრესია მნიშვნელოვანი შეფერხებების აღმოფხვრის კუთხით.

### **ახალი სერვისები და Customer First Compass პროგრამა**

იმისათვის, რომ საზაფხულო მოგზაურობა კიდევ უფრო უსაფრთხო გახდეს, ავიაკომპანიამ ოპერაციული
მზადყოფნა დამატებით გააძლიერა: გაუმჯობესდა ხომალდების განაწილების მექანიზმები და
ტექნოლოგიური მხარდაჭერა.

გარდა ამისა, HTS-თან პარტნიორობით ამოქმედდა ახალი პროაქტიული სერვისი – თუ მგზავრს
მინიმუმ 2-საათიანი რეისის შეფერხება შეეხება, ის მყისიერ დახმარებასა და მხარდაჭერას
მიიღებს. ეს ყველაფერი ნაწილია გლობალური ინიციატივისა **Customer First Compass**,
რომელიც უკვე ერთი წელია წარმატებით მუშაობს მომსახურების ხარისხის ასამაღლებლად.

თანამედროვე საჰაერო პარკი, რომელიც 264 **Airbus A320** და **A321** ტიპის საჰაერო
ხომალდისგან შედგება, და ეკოლოგიური მდგრადობის უმაღლესი სტანდაბები (**World Finance
Sustainability და Airline Economics**-ის ჯილდოები) ადასტურებს, რომ იაფი ავიაბილეთები
სულაც არ ნიშნავს ხარისხზე კომპრომისს. საზაფხულო პიკის მოახლოებასთან ერთად, ავიაკომპანია
მზად არის მგზავრებს მაქსიმალური თავდაჯერებულობა და თავისუფლება აჩუქოს.

**Avia.ge – თქვენი მოგზაურობის ერთგული მეგობარი. სრული მხარდაჭერისთვის დაგვიკავშირდით:
[551 907 907](https://avia.ge/wizz-air-summer-flights/+995 551 907 907)**
