# Wizz Air – ის ფასდაკლება კვირპოსის ავიაბილეთებზე

- Link: https://avia.ge/wizz-air-sale/
- Published: 2022-05-02T15:41:30+04:00
- Author: Anuka Robakidze

ავიაკომპანია Wizz Air – ი [კვიპროსის](https://avia.ge/aviabiletebi-cyprus/) მიმართულებებზე
15 %-იან ფასდაკლებას გვთავაზობს. საქართველოდან ფრენები ლარნაკაში სრულდება ქუთაისის
აეროპორტიდან, ამიტომ ფასდაკლებით შეგიძლიათ ამ მიმართულებაზე ისარგებლოთ.

აქცია 20 მაისიდან 30 სექტმებრის ჩათვლით არსებულ შერჩეულ რეისებზე ვრცელდება. აქცია
დღეს, 2 მაისს დაიწყო და დღის ბოლომდე გაგრძელდება.

თქვენ შეგიძლიათ დღეს შეიძინოთ [ავიაბილეთები ლარნაკის მიმართულებით](https://avia.ge/aviabiletebi-larnaca/)
და საგაზაფხულო ან საზაფხულო არდადეგები ამ ულამაზეს ქალაქში გაატაროთ.

![](https://avia.ge/wp-content/uploads/2022/05/aya-napa-1024x538.jpg)

კვიპროსში საზღვაო სეზონი უკვე დაწყებულია, ამიტომ შეგიძლიათ მის საოცარი სანაპიროებითა
და ხმელთაშუა ზღვით დატკბეთ. გარდა ამისა, კვიპროსში სხვადასხვა ღირსშესანიშნაობების
მონახულება და საინტერესო დღეების გატარება შეგიძლიათ.
