ავიაბილეთები ყველაზე იაფად

მადრიდის და ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი ფრენები აპრილიდან აღდგება

wizz air აღდენილი მიმართულებები

2025 წლის აპრილიდან, Wizz Air -ი ფრენებს მადრიდის (ესპანეთი) და ჰამბურგის (გერმანია) მიმართულებით განაახლებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ავიაბილეთების შეძენა 39.99 ევროდან იქნება შესაძლებელი, ვიზეარის ოფიციალურ ვებგვერდსა და მობილურ აპლიკაციაში. აღდგენილი რეისები მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და შაბათს განხორციელდება.

ავიაკომპანია ქუთაისის აეროპორტი -დან ასევე ზრდის რეისების სიხშირეს უკვე არსებული ოთხი პოპულარული მიმართულებით, მათ შორის პრაღაში, ლარნაკაში, ათენსა და სალონიკში.

Wizz Air პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი3 აპრილი 202624 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 127 -დან
ბარსელონა8 ოქტომბერი 202615 ოქტომბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 431 -დან
ბერლინი15 აპრილი 202622 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 362 -დან
ბრიუსელი2 აპრილი 202619 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 314 -დან
ბრატისლავა16 მარტი 202620 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 220 -დან
ბუდაპეშტი1 აპრილი 20264 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 302 -დან

 

Wizz Air kutaisi , როგორც საქართველოს საავიაციო ბაზრის წამყვანი მოთამაშე, განაგრძობს ევროპასთან ძლიერ კავშირს და მგზავრებს უფრო ხელმისაწვდომ და კომფორტულ მოგზაურობას სთავაზობს. კომპანიის ცნობით, 2012 წლიდან დღემდე, ვიზიარმა საქართველოს მიმართულებით 6 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა, რითაც ქვეყნის ავიაციისა და ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

2016 წლიდან, მას შემდეგ რაც ქუთაისში კომპანიის ბაზა გაიხსნა, შექმნილია 4500-ზე მეტი სამუშაო ადგილი ტურიზმის სექტორში, ხოლო ამჟამად ქუთაისის აეროპორტში 170-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს. Wizz Air-ი აგრძელებს მდგრადი განვითარების სტრატეგიას და ოპერირებს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ფლოტით, რაც მის მაღალ სტანდარტებსა და სანდოობას უსვამს ხაზს. დღესდღეობით, ავიაკომპანია საქართველოს 15 ქვეყნის 25 დაბალბიუჯეტურ მიმართულებასთან აკავშირებს.

დაგეგმე ბიუჯეტური მოგზაურობა Wizz Air -თან ერთად! დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version