ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Wizz Air-ის მგზავრთნაკადმა ქუთაისიდან იტალიის მიმართულებით იანვარ-აგვისტოში 90 ათასს გადააჭარბა

wizz air kutaisi

გასულ 7 თვეში Wizz Air-მა ქუთაისის აეროპორტიდან იტალიის მიმართულებით დაახლოებით 90 ათასი მგზავრი გადაიყვანა. ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა. მისი თქმით, იტალია საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ბაზარია, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრების რაოდენობა საგრძნობლად იზრდება.

იოსელიანის განცხადებით, Wizz Air kutaisi საქართველოს ბაზრის ლიდერია და მისი წილი 20%-ს შეადგენს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა და Wizz Air-მა ერთობლივად დაახლოებით 900 ათასი მგზავრი გადაიყვანა და 4800-მდე რეისი შეასრულა. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-იანი ზრდაა.

Wizz Air პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი3 აპრილი 202624 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 127 -დან
ბარსელონა8 ოქტომბერი 202615 ოქტომბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 431 -დან
ბერლინი15 აპრილი 202622 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 362 -დან
ბრიუსელი2 აპრილი 202619 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 314 -დან
ბრატისლავა16 მარტი 202620 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 220 -დან
ბუდაპეშტი1 აპრილი 20264 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 302 -დან
დორტმუნდი21 აპრილი 202628 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 298 -დან
მემინგენი19 იანვარი 20272 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 257 -დან
ფრანკფურტი13 მარტი 202620 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 304 -დან
ჰამბურგი24 მარტი 202614 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 265 -დან

 

ახალი მიმართულება და გაფართოებული ქსელი

შეგახსენებთ, რომ Wizz Air ქუთაისიდან ვენეციის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს 2025 წლის 2 დეკემბრიდან შემოგვთავაზებს. ფრენები ქუთაისი ვენეცია ვენეცია ქუთაისი კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და შაბათს შესრულდება. ავიაკომპანია რეისებს Airbus A321neo ტიპის თვითმფრინავით განახორციელებს.

ამჟამად Wizz Air-ი ქუთაისის აეროპორტი -დან ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 13 ქვეყნის 24 ქალაქში დაფრინავს.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version