# საქართველოს ავიაბაზარის ლიდერი ავიაკომპანიები

- Link: https://avia.ge/wizz-air-leader-airline/
- Published: 2023-02-22T21:57:41+04:00
- Author: Anuka Robakidze

უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია [Wizz Air](https://avia.ge/qutaisis-aerporti/)-
ი საქართველოს ავიაბაზარზე ლიდერობას არ თმობს. 2023 წლის იანვარში ჩარტერული და რეგულარული
რეისებით ვიზეარი ავიაბაზარზე **65 234 მგზავრს მოემსახურა**. აქედან გამომდინარე, 
ავიაკომპანიაზე საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში, გადაყვანილი **მგზავრთნაკადის
19%-ი მოდის**.

საქართველოს ავიაბაზრის **12%-იანი წილის მფლობელია, თურქული ავიაკომპანია [Turkish Airlines](https://avia.ge/turkish-airlines/)**-
ი, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გავლით,** 40 060 მგზავრი
გადაიყვანა**.

საქართველოს ავიაბაზრის ერთ-ერთი ლიდერი და** 9%-ის მფლობელია** ასევე თურქული ავიაგადამზიდავი**
[პეგასუსი](https://avia.ge/pegasus-airlines/)**, რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში**
31 154 მგზავრს მოემსახურა**.

გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, რეიტინგშიც მეთხე პოზიციაზე აზერბაიჯანული ავიაკომპანია**
[AZAL](https://avia.ge/pegasus-airlines/) **-ია, რომლიც ბაზრის **6%-ის მფლობელია**.

მეხუთე პოზიციას კი **5-5%-ით**,  2 ავიაკომპანია იკავებს, ესენია: ბელარუსული ავიაკომპანია**
Belavia** და არაბეთის გაერთიანებული საამიროებს ავიაკომპანია **flydubai**.

**რაც შეეხება 2023 წლის იანვრის მაჩვენებლების მიხედვით სხვა ავიაკომპანიების რეიტინგებს,
შემდეგნაირია:**

 * ბაზრის 4%-ის მფლობელია ისრაელის ავიაკომპანია _**EL AL**_.
 * 3-3%-იან წილს იყოფენ _**Georgian Airways, Air Arabia, Lufthansa, Israir Airlines,
   Wizz Air Abu Dhabi.**_
 * 2-2%-იანი წილით წარმოდგენილნი არიან _**LOT Polish Airlines-ი, Qatar Airways-ი,
   Fly Arystan-ი, Aircompany Armenia.**_

#### თუ გსურთ ფრენები დაჯავშნოთ ისეთი წამყვანი ავიაკომპანიების რეისებზე, როგორიცაა wizzair, თურქეთის ავიახაზები, პეგაგუსი და სხვა, იაფი ავიაბილეთებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: **󠀁[551 907 907](https://avia.ge/wizz-air-leader-airline/551 907 907)󠁿**
