ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Wizz Air ქუთაისიდან რიგაში ფრენებს წყვეტს

cancels flights

ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან რიგაში ფრენებს წყვეტს. ბოლო რეისი აღნიშნულ მარშრუტზე 2025 წლის 31 მაისს შესრულდება.

გადაწყვეტილება დაკავშირებულია ოპერაციულ სირთულეებთან, რომლებიც Pratt & Whitney-ის ძრავების ტექნიკური ხარვეზებით არის გამოწვეული. ამ მიზეზით, კომპანია იძულებულია, დროებით შეწყვიტოს რამდენიმე მიმართულება, მათ შორის ქუთაისი რიგა რიგა ქუთაისი -ს რეისებიც.

თუმცა, მიუხედავად არსებული შეფერხებისა, Wizz Air -მა ახალი მიმართულებები დაამატა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან პირდაპირი რეგულარული ფრენები ლიონის, ჰამბურგის და მადრიდის მიმართულებით შემოგვთავაზა, რაც მეტ ვარიანტს აძლევს მგზავრებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობისთვის.

Wizz Air პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი1 თებერვალი 20268 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 218 -დან
ბარსელონა14 იანვარი 202621 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 458 -დან
ბერლინი1 თებერვალი 202615 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 282 -დან
ბრიუსელი17 დეკემბერი 202524 დეკემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 994 -დან
ბუდაპეშტი10 თებერვალი 202614 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 232 -დან
დორტმუნდი24 იანვარი 202631 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 284 -დან

 

ამ ეტაპზე უცნობია, აღადგენს თუ არა ავიაკომპანია ვიზეარი ქუთაისიდან რიგის მიმართულებით ოპერირებას. კომპანიის მხრიდან ოფიციალური პასუხი ჯერ არ არის.

მგზავრებს, რომლებსაც რიგის მიმართულებით მგზავრობა სურდათ, რეკომენდებულია გადაამოწმონ ალტერნატიული მარშრუტები და ისარგებლონ ახლად დამატებული მიმართულებებით.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version