ოქტომბერში ჩარტერული რეისები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ქვეყნის- პოლონეთის მიმართულებით ისევ შესრულდება. რეგულარული მიმოსვლა საქართველოსა და პოლონეთს შორის ისევ არ აღდგენილა, ამიტომ თბილისი-ვარშავის საჰაერო ხაზზე ჩარტერული ფრენების შესრულება გაგრძელდება.
ვარშავის ჩარტერულ ფრენა ისევ გამყვანი იქნება და მგზავრებს მხოლოდ ცალმხრივად, თბილისი-ვარშავის საჰაერო ხაზზე მოემსახურება. ფრენებს ავიაკომპანიები Myway Airlines-ი და LOT-ი შეასრულებენ.
თბილისი-ვარშავის ოქტომბრის ავიარეისები შემდეგი განრიგით შესრულდება:
Myway Airlines
13 ოქტომბერი
LOT Airlines
3 ოქტომბერი (ადგილები შევსებულია)
10 ოქტომბერი (ადგილები შევსებულია)
17 ოქტომბერი (ადგილები შევსებულია)
24 ოქტომბერი
გარდა პირდაპირი რეისისა, ვარშავაში გამგზავრება კიევის გავლით არის შესაძლებელი. თბილისიდან კიევის მიმართულებით ავიაკომპანია Skyup-ის, კიდევიდან ვარშავაში კი ავიაკომპანია LOT-ის რეისებით ისარგებლებთ. ეს რეისი ყველაზე ბიუჯეტური გზა არის პოლონეთში მოსახვედრად. ამიტომ, თუ ვარშავის ავიაბილეთების შეძენა შედარებით დაბალ ფასად გსურთ, კიევის ტრანზიტი საუკეთესო ვარიანტი იქნება თქვენთვის.
თბილისი-კიევი-ვარშავის რეისზე გამგზავრება შემდეგ თარიღებზე შეგიძლიათ:
6 ოქტომბერი (ასრულებს ავიაკომპანია YanAir-ი)
10 ოქტომბერი
17 ოქტომბერი
24 ოქტომბერი
31 ოქტომბერი