ავიაბილეთები ყველაზე იაფად

საფრანგეთში შესვლის პირობები იცვლება

საფრანგეთში ვიზიტი

საფრაგეთის რესპუბლიკამ  ქვეყანაში შესვლისთვის ახალი რეგულაცია მიიღო, რომელიც შენგენის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებს ეხება. იმ დოკუმენტებთან ერთად, რომლებიც აუცილებელია შენგენის საზღვრის გადასაკვეთად, მგზავრებმა უკვე უნდა წარადგინონ სამედიცინო დაზღვევა.

სამედიცინო დაზღვევა მთლიანი მოგზაურობის განმავლობაში უნდა იყოს მოქმედი და შესრულებული ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე. დაზღვევამ უნდა დაფაროს ყველანირი სამედიცინო, საავადმყოფო მომსახურების და გარდაცვალების ხარჯები, ასევე, სამედიცინო გადაყვანის ღირებულებაც.

უკვე ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე შევლისას, ნებისმიერმა პირმა, რომელიც შენგენის არაწევრი ქვეყნის წარმომადგენელია განსაზღვრული საბუთები უნდა წარუდგინოს სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს.

ეს საბუთებია: დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი, სამოგზაურო დაზღვევა, სასტუმროს მოქმედი ჯავშანი და ასევე, უნდა დაადასტუროს ფინანსური უზრუნველყოფა მოგზაურობისას.

საფრანგეთში შესვლისას კი ამ დოკუმენტებთან ერთად  უკვე სავალდებულო იქნება სამეციდინო დაზღვევის წარდგენაც, რომლის არ ქონის შემთხვევაში შესაძლოა ამ ქვეყანაში შესვლაზე უარი მიიღოთ.

ქუთაისი პარიზი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
18 მაისი 202423 მაისი 2024Wizz Airავიაბილეთები 528 -დან
6 ივნისი 202413 ივნისი 2024Wizz Airავიაბილეთები 487 -დან
6 ივლისი 202418 ივლისი 2024Wizz Airავიაბილეთები 575 -დან
Exit mobile version