ავიაბილეთები ყველაზე იაფად

საფრანგეთში შესვლის პირობები იცვლება

საფრანგეთში ვიზიტი

საფრაგეთის რესპუბლიკამ  ქვეყანაში შესვლისთვის ახალი რეგულაცია მიიღო, რომელიც შენგენის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებს ეხება. იმ დოკუმენტებთან ერთად, რომლებიც აუცილებელია შენგენის საზღვრის გადასაკვეთად, მგზავრებმა უკვე უნდა წარადგინონ სამედიცინო დაზღვევა.

სამედიცინო დაზღვევა მთლიანი მოგზაურობის განმავლობაში უნდა იყოს მოქმედი და შესრულებული ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე. დაზღვევამ უნდა დაფაროს ყველანირი სამედიცინო, საავადმყოფო მომსახურების და გარდაცვალების ხარჯები, ასევე, სამედიცინო გადაყვანის ღირებულებაც.

უკვე ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე შევლისას, ნებისმიერმა პირმა, რომელიც შენგენის არაწევრი ქვეყნის წარმომადგენელია განსაზღვრული საბუთები უნდა წარუდგინოს სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს.

ეს საბუთებია: დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი, სამოგზაურო დაზღვევა, სასტუმროს მოქმედი ჯავშანი და ასევე, უნდა დაადასტუროს ფინანსური უზრუნველყოფა მოგზაურობისას.

საფრანგეთში შესვლისას კი ამ დოკუმენტებთან ერთად  უკვე სავალდებულო იქნება სამეციდინო დაზღვევის წარდგენაც, რომლის არ ქონის შემთხვევაში შესაძლოა ამ ქვეყანაში შესვლაზე უარი მიიღოთ.

ქუთაისი პარიზი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
10 აგვისტო 202524 აგვისტო 2025Wizz Airავიაბილეთები 879 -დან
14 სექტემბერი 202521 სექტემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 578 -დან
12 ოქტომბერი 202519 ოქტომბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 547 -დან
Exit mobile version