ავიაბილეთები ყველაზე იაფად

პირდაპირი ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან

wizz air

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, Wizz Air -ის მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი დაბრუნდა და უკვე აღადგინა ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან. შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანიამ საქართველოდან ბაზირებული თვითმფრინავები 2020 წლის ივლისში, მსოფლიო პანდემიის პირობებში გაიყვანა.

მეორე ბაზირებული ხომალდის დაბრუნებასთან ერთად, განახლდება პირდაპირი რეისები ქუთაისის აეროპორტიდან ტალინისა და პარიზის მიმართულებით.

ასევე, გაიზრდება ფრენის სიხშირეები უკვე არსებულ მიმართულებებზე: მეორე ბაზირებული თვითმფრინავის დაბრუნებასთან ერთად, ფრენები, რომლებიც აქამდე, კვირაში ორჯერ სრულდებოდა, ახლა სამჯერ შესრულდება.

WizzAir-ის კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელის, ჟაჟა ტრუბეკის თქმით, ქართულ ბაზართან დაკავშირებით ავიაკომპანიას საინტერესო გეგმები აქვს და უახლოეს მომავალში მრავალი კარგი სიახლით დაგვიბრუნდება.

არ გაუშვათ შანსი ხელიდან, შეიძინეთ ავიაბილეთები ტალინისა და პარიზის მიმართულებით და გაემგზავრეთ პირდაპირი რეისით ამ მშვენიერი ქალაქების მიმართულებით.

ქუთაისი პარიზი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
23 მაისი 202430 მაისი 2024Wizz Airავიაბილეთები 527 -დან
4 ივნისი 20248 ივნისი 2024Wizz Airავიაბილეთები 354 -დან
4 ივლისი 202411 ივლისი 2024Wizz Airავიაბილეთები 628 -დან

შეგახსენებთ, რომ 10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით, გეგიმური ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიზნით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იხურება. ამ 2 კვირის განმავლობაში კი, Wizz Air-ის ფრენები, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდება.

აეროპორტში გეგმიური სამუშაოების დაწყება განპირობებული იყო მგზავრთა ნაკადის მატებითა და მათი უსაფრთხოების იდეით. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში სამი საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია. ფრენები სრულად 2,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ასფალტის საფარის გადაგებისა და საფუძვლის გამაგრების შემდეგ აღდგება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი-დასაფრენი ზოლის სარემონტო სამუშაოები წლიური გეგმის მიხედვით განხორციელდება, რაც აეროპორტის გამართული ოპერირების შემადგენელი ნაწილია.

ვიზეარის იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 

Exit mobile version