ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, Wizz Air -ის მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი დაბრუნდა და უკვე აღადგინა ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან. შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანიამ საქართველოდან ბაზირებული თვითმფრინავები 2020 წლის ივლისში, მსოფლიო პანდემიის პირობებში გაიყვანა.
მეორე ბაზირებული ხომალდის დაბრუნებასთან ერთად, განახლდება პირდაპირი რეისები ქუთაისის აეროპორტიდან ტალინისა და პარიზის მიმართულებით.
ასევე, გაიზრდება ფრენის სიხშირეები უკვე არსებულ მიმართულებებზე: მეორე ბაზირებული თვითმფრინავის დაბრუნებასთან ერთად, ფრენები, რომლებიც აქამდე, კვირაში ორჯერ სრულდებოდა, ახლა სამჯერ შესრულდება.
WizzAir-ის კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელის, ჟაჟა ტრუბეკის თქმით, ქართულ ბაზართან დაკავშირებით ავიაკომპანიას საინტერესო გეგმები აქვს და უახლოეს მომავალში მრავალი კარგი სიახლით დაგვიბრუნდება.
არ გაუშვათ შანსი ხელიდან, შეიძინეთ ავიაბილეთები ტალინისა და პარიზის მიმართულებით და გაემგზავრეთ პირდაპირი რეისით ამ მშვენიერი ქალაქების მიმართულებით.
ქუთაისი პარიზი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
21 ნოემბერი 2024 | 28 ნოემბერი 2024 | ავიაბილეთები 471 -დან | |
7 დეკემბერი 2024 | 10 დეკემბერი 2024 | ავიაბილეთები 452 -დან | |
21 იანვარი 2025 | 28 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 412 -დან |
შეგახსენებთ, რომ 10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით, გეგიმური ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიზნით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იხურება. ამ 2 კვირის განმავლობაში კი, Wizz Air-ის ფრენები, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდება.
აეროპორტში გეგმიური სამუშაოების დაწყება განპირობებული იყო მგზავრთა ნაკადის მატებითა და მათი უსაფრთხოების იდეით. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში სამი საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია. ფრენები სრულად 2,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ასფალტის საფარის გადაგებისა და საფუძვლის გამაგრების შემდეგ აღდგება.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი-დასაფრენი ზოლის სარემონტო სამუშაოები წლიური გეგმის მიხედვით განხორციელდება, რაც აეროპორტის გამართული ოპერირების შემადგენელი ნაწილია.