ავიაბილეთები ყველაზე იაფად

უცნაური და ორიგინალური ჰოსტელები

ჰოტელები

თუ სამოგზაუროდ მიდიხართ, თან მცირე ბიუჯეტი გაქვთ და თავგადასავლებიც გიტაცებთ, ღამე ჰოსტელებში უნდა გაათენოთ.  ჰოსტელები თითქმის ყველა ქვეყანაში შეგხვდებათ. ეს არის ადგილი, სადაც თქვენ ოთახს მიიღებთ, სადაც ან მარტო ან მეზობელთან ერთად ცხოვრება მოგიწევთ. საოჯახო ჰოსტელებს ბევრი დადებითი აქვს, მაგალითად კვების მხრივ შესაძლოა ფულის ეკონომია გააკეთოთ. ასევე ქვეყნის კულტურისა და შიდა სამზარეულოს გასაცნობად, ოჯახური სიტუაცია შეგიქმნით გარკვეულ აზრს.

ამ სტატიაში განვიხილოთ ყველაზე გამორჩეული ჰოსტელები მსოფლიოში.

7feel hostels

ფინეთის სოფელ აკასლომპოლში, მდებარეობს პატარა ჰოსტელი – 7fellhostels, რომელიც ხისგანაა აგებული. ჰოსტელი პატარა ქოხს გავს, რომლის განსაკუთრებულობაც იმაშია, რომ ფანჯრიდან ჩრდილოეთის ციალის დანახვა შეგიძლიათ.

ხის ჰოსტელებს შეხვდებით ასევე, თურქეთში. „კადირის“ ჰოსტელებზე, შეიძლება ითქვას რომ პატარა სახლებია, ხეზე. ამ ერთიშეხედვით ბავშვურ გარემოს ერთვის, ღამის კლუბები, სადაც საღამოს გაერთობით.

კაროსტა – ლატვიაში მდებარეობს ჰოსტელი სახელწოდებით – Prison Hostel, რომელიც განსაკუთრებულია იმით რომ ადრე ციხე იყო. თუ თქვენ აქ დარჩენას გადაწყვეტთ, ხელი უნდა მოაწეროთ საბუთზე, რომ თანახმა ხართ უხეშად მოგეპყრონ და შეგიქმნან ილუზია, თითქოს პატიმარი იყოთ. საკმაოდ უცნაურია, მაგრამ ბევრ ტურისტს იზიდავს მსგავსი ეგზოტიკა.

Prison Hostel

გლოსტერშირში, რომელიც ინგლისში მდებარეობს, შეგიძლიათ დარჩეთ ჰოსტელ – ST Briavels Hostel-ში, თუ სულების არ გეშინიათ. ადგილობრივების თქმით ეს უძველესი ციხესიმაგრეა, რომელშიც ოდიდგანვე სულები ცხოვრობდნენ.

თუ ბარსელონაში ხართ, იაფ, ფერად და მხიარულ ადგილს ეძებთ დასარჩენად, შეგიძლიათ ჰოსტელ – ტოკში შეაფაროთ თავი. აქ რეპერმა 50 cent-მა სიმღერაც ჩაწერა და კლიპიც გადაიღო.

ST Briavels

Exit mobile version