ავიაკომპანია Israir Airlines-ი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ორ ჩარტერულ ავიარეისს შეასრულებს. ფრენები თელ-ავივიდან ბათუმის მიმართულებით 24 და 25 მარტს შესრულდება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ავიარეისები იქნება ცალმხრივი და მგზავრებს მხოლოდ თელ ავივი-ბათუმის საჰაერო ხაზზე მოემსახურება.
ისრაელსა და საქართველოს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა ჯერ არ აღდგენილა და ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება ეს. თუმცა, ისრაელი რეგულარული ფრენების გახსნას 24 მარტიდან გეგმავს და შესაძლოა ისარელსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდეს.
რაც შეეხება მეორე მიმართულებას, ისიც ცალხმრივად შესრულდება, თუმცა იქნება რეგულარული რეისი და არა ჩარტერული. ავიაკომპანია Lufthansa, მიუნხენთან ერთად, ფრანკფურტიდანაც შემოგვთავაზებს პირდაპირ ფრენას.
ფრანკფურტი-თბილისის საჰაერო ხაზზე პირდაპირი რეგულარული ფრენები 1-ლი ივნისიდან დაიწყება. ფრენა კვირაში 4 სიხშირით შესრულდება: ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას.
აღსანიშნავია, რომ მგზავრებს პირდაპირი რეისით სარგებლობა მხოლოდ ფრანკფურტიდან თბილისის მიმართულებით შეეძელებათ, ხოლო უკან დაბრუნებას თბილისიდან ფრანკფურტის მიმართულებით, მიუნხენში გადაჯდომით შეძლებენ.