# Turkish Airlines – ი საქართველოს აეროპორტებში ფრენების სიხშირეებს ზრდის

- Link: https://avia.ge/turkish-airlines-increase-flights/
- Published: 2022-01-05T09:59:03+04:00
- Author: Anuka Robakidze

ავიაკომპანია [Turkish Airlines](https://avia.ge/airlines/turkish-airlines/) – ი 
თბილისის და ბათუმის აეროპორტებში ფრენების სიხშირეებს ზრდის. იანვრიდან სტამბოლი –
თბილისი – სტამბოლისა და სტამბოლი – ბათუმი – სტამბოლის საჰაერო ხაზზე რეისები გაზრდილი
სიხშირით შესრულდება.

[თბილისის აეროპორტი](https://avia.ge/tbilisis-aeroporti/)დან და სტამბოლის მიმართულებით
ფრენების რაოდენობა 2 იანვრიდან გაიზარდა. კერძოდ, აღნიშნულ მიმართულებაზე დაემატა 
4 სიხშირე და ამიერიდან კვირაში 25 რეისი შესრულდება.

ბათუმსა და სტამბოლს შორის ფრენების რაოდენობა 8 იანვრიდან გაიზარდება და 1 აღნიშნულ
მიმართულებას 1 რეისი დაემატება. ჯამში სტამბოლი – ბათუმი – სტამბოლის საჰაერო ხაზზე
კვირაში 5 რეისი შესრულდება.

აღნიშნული განრიგით Turkish Airlines – ი ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2022
წლის 26 მარტამდე გააგრძელებს ოპერირებას.
