# Turkish Airlines-ი დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია AJet-ით იწყებს ოპერირებას

- Link: https://avia.ge/turkish-airlines-ajet/
- Published: 2023-12-27T18:00:43+04:00
- Author: Anuka Robakidze

[**Turkish Airlines** ](https://avia.ge/airlines/turkish-airlines/)-ი შიდა და საერთაშორისო
რეისებზე განახლებული დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია **AJet** -ით იწყებს ოპერირებას.

_**თურქეთის ავიახაზები**_ -ს სტრუქტურაში 2008 წლიდან ფუნქციონირებს **AnadoluJet**-
ი, თუმცა ის არ არის სრულფასოვანი ავიაკომპანია, არამედ წარმოადგენს სავაჭრო ნიშანს._**
ანადოლუჯეტი** _-ს ყველა ფრენას Turkish Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავები და ეკიპაჟები
ახორციელებენ.

Turkish Airlines-ის ზრდის ახალი **სტრატეგია AnadoluJet -ის ცალკე დაბალბიუჯეტიან 
ავიაკომპანიად გარდაქმნას ისახავს მიზნად**, რომელიც იფუნქციონირებს სახელწოდებით AJet
და 100%-ით Turkish Airlines -ის საკუთრება იქნება.

Turkish Airlines -ში განმარტავენ, რომ **AJet იმუშავებს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების
სეგმენტში**. მისი კონცეფცია სერვისის გამარტივებას გულისხმობს და **მხოლოდ ეკონომ 
კლასის ბილეთების გაყიდვას**, **რაც შეამცირებს ხარჯებს**. ხარჯების დაზოგვა აისახება
ავიაბილეთების ფასებზე, რაც ფრენებს უფრო ფართო აუდიტორიისთვის გახდის ხელმისაწვდომს.

#### ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის **პირველი რეისი 2024 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი**, ამის შესახებ განცხადება Turkish Airlines -ის გამგეობისა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ აჰმედ ბოლატმა გააკეთა.

 

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, რომ მომდევნო 10 წლის
განმავლობაში **AJet საკუთარ ფლოტს 200 თვითმფრინავამდე გაზრდის** და ის ერთ-ერთი უდიდესი
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია გახდება რეგიონში.

„AJet-მა უნდა შეიმუშაოს ზრდის სტრატეგია, რათა გაზარდოს საერთაშორისო ფრენების რაოდენობა**
სტამბოლში**, **იზმირში**, **ანკარაში** და ანატოლიის სხვა ქალაქებში“, – აღნიშნა მინისტრმა.

#### **დაჯავშნეთ ავიაბილეთები საუკეთესო ფასად ჩვენთან. დაგვირეკეთ:**** ****󠀁[551 907 907](https://avia.ge/turkish-airlines-ajet/551 907 907)󠁿 ****ხელმისაწვდომია ვაიბერიც.  **
