# სალონიკი – გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის

- Link: https://avia.ge/travel-guide/thessaloniki/
- Published: 2025-06-18T13:52:36+04:00
- Author: Tinatin

სალონიკი საბერძნეთის პოპულარული კურორტია. იგი კარგი ადგილმდებარეობის დამსახურებით
ხშირად ყოფილა მნიშვნელოვანი იმპერიების ყურადღების ეპიცენტრში, მაგალითად სალონიკს
ბიზანტიური გავლენა ეტყობა. შესაბამისად, აქ ულამაზესი სანაპიროების გარდა ისტორიული
და კულტურული ღირსშესანიშნაობებიც დაგხვდებათ. სალონიკში მოგზაურობა ნებისმიერი ტურისტის
ოცნებას აახდენს – ბერძნული სანაპიროები, უგემრიელესი სამზარეულო და თბილი და მეგობრული
ატმოსფერო ქალაქს შეუდარებელ ადგილად აქცევს. ამ ბლოგში შემოგთავაზებთ სალონიკის შესახებ
ტექნიკურ ინფორმაციას, გაგაცნობთ მის დასარჩენ ადგილებს, ღირსშესანიშნაობებს, კაფე-
ბარებსა და რესტორნებს.
