# ნიცა – მარტივი გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის

- Link: https://avia.ge/travel-guide/nice/
- Published: 2025-06-25T17:33:23+04:00
- Author: Tinatin

ნიცა სამხრეთ [საფრანგეთში](https://avia.ge/travel-guide/france/) მდებარე ქალაქია.
მისი ფრანგული ატმოსფერო, ღია კაფეები, ევროპული სამზარეულო და კაშკაშა სანაპიროები
ყველა ტურისტის ოცნებაა. ქალაქის ფერადი შენობები ხმელთაშუა ზღვას გადაჰყურებს. ნიცაში
ისტორიულ ღირსშესანიშნაობებსაც ნახავთ, მისი შუასაუკუნეების შენობები ქალაქს ძველ აურას
სძენს. ამ ბლოგში მაგიური ქალაქი ნიცას შესახებ მოგიყვებით – გაგაცნობთ მის ღირსშესანიშნაობებს,
დასარჩენ უბნებს, კაფე-ბარებს, რესტორნებსა და სანაპიროებს. გამოგვყევით სამხრეთ საფრანგეთში
სამოგზაუროდ.
