Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ამსტერდამში და ვილნიუსში ტურისტული გადასახადი იზრდება

ტურისტული გადასახადი

2024 წლიდან ამსტერდამი ტურისტულ გადასახადს ზრდის. „ეს საშუალებას მოგვცემს დავფაროთ ქალაქის განვითარების დამატებითი ხარჯები“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. ნიდერლანდების დედაქალაქში ღამისთევის საფასური, რომელიც სასტუმროს ნომრის ღირებულებაში შედის 12,5%-მდე გაიზრდება.

გადასახადების გაზრდით, ამსტერდამი ევროკავშირის ყველაზე მაღალი ტურისტული გადასახადის მქონე ქალაქი გახდება. ეს ასევე მსოფლიოში მეოთხე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

თბილისი ამსტერდამი

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
21 ნოემბერი 202623 ნოემბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 103 -დან
9 დეკემბერი 202612 დეკემბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 270 -დან
27 იანვარი 202730 იანვარი 2027Georgian Airwaysავიაბილეთები 1 063 -დან

 

რაც შეეხება ვილნიუსს, 2024 წლიდან ტურისტულს გადასახადს გააორმაგებს. ვილნიუსი -ს ხელისუფლებამ გადასახადის გაზრდა 1 ევროდან 2 ევრომდე გადაწყვიტა. ტურისტული გადასახადი დაჯავშნილ სასტუმროებში, აპარტამენტებში, ჰოსტელებსა და საცხოვრებლებში სპეციალური აგრეგატორების მეშვეობით გროვდება. შეგროვებული თანხით ლიეტუვის დედაქალაქში ტურისტული პროექტების განვითარება იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი წესები ვილნიუსში პირველად 2018 წელს შემოიღეს. მანამდე კი ლიეტუვაში ე.გ „ბალიშის გადასახადს“  მხოლოდ საკურორტო ქალაქ ბირშტონასში, დრუსკინინკაიში, პალანგაში, ნერინგასა და კაუნასში აგროვებდნენ.

ქუთაისი ვილნიუსი

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
25 ნოემბერი 202630 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 481 -დან
11 დეკემბერი 202618 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 362 -დან
1 იანვარი 20276 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 491 -დან

 

ტურისტული გადასახადის შემოიღებაა ასევე პორტუგალიის ქალაქ პენიჩეშიც ფიქრობენ. ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად განიხილავს საკითხს და მისი მიღების შემთხვევაში, ტურისტებს, რომლებიც დარჩებიან სასტუმროებში, სახლებში, ჰოსტელებში, ბანაკებში და სხვა ოფიციალურ განთავსების ადგილებში, დღეში დამატებით 1 ევროს გადახდა მოუწევთ. მსგავსი წესები უკვე მოქმედებს ალგარვეში, თუმცა იქ კურსი შედარებით მაღალია და 2 ევროს შეადგენს.

შეიძინეთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version