ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ამსტერდამში და ვილნიუსში ტურისტული გადასახადი იზრდება

ტურისტული გადასახადი

2024 წლიდან ამსტერდამი ტურისტულ გადასახადს ზრდის. „ეს საშუალებას მოგვცემს დავფაროთ ქალაქის განვითარების დამატებითი ხარჯები“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. ნიდერლანდების დედაქალაქში ღამისთევის საფასური, რომელიც სასტუმროს ნომრის ღირებულებაში შედის 12,5%-მდე გაიზრდება.

გადასახადების გაზრდით, ამსტერდამი ევროკავშირის ყველაზე მაღალი ტურისტული გადასახადის მქონე ქალაქი გახდება. ეს ასევე მსოფლიოში მეოთხე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

თბილისი ამსტერდამი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
25 ოქტომბერი 202529 ოქტომბერი 2025Transaviaავიაბილეთები 1 249 -დან
24 ნოემბერი 202526 ნოემბერი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 915 -დან
10 დეკემბერი 202514 დეკემბერი 2025Transaviaავიაბილეთები 708 -დან

 

რაც შეეხება ვილნიუსს, 2024 წლიდან ტურისტულს გადასახადს გააორმაგებს. ვილნიუსი -ს ხელისუფლებამ გადასახადის გაზრდა 1 ევროდან 2 ევრომდე გადაწყვიტა. ტურისტული გადასახადი დაჯავშნილ სასტუმროებში, აპარტამენტებში, ჰოსტელებსა და საცხოვრებლებში სპეციალური აგრეგატორების მეშვეობით გროვდება. შეგროვებული თანხით ლიეტუვის დედაქალაქში ტურისტული პროექტების განვითარება იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი წესები ვილნიუსში პირველად 2018 წელს შემოიღეს. მანამდე კი ლიეტუვაში ე.გ „ბალიშის გადასახადს“  მხოლოდ საკურორტო ქალაქ ბირშტონასშიდრუსკინინკაიში, პალანგაში, ნერინგასა და კაუნასში აგროვებდნენ.

 

ტურისტული გადასახადის შემოიღებაა ასევე პორტუგალიის ქალაქ პენიჩეშიც ფიქრობენ. ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად განიხილავს საკითხს და მისი მიღების შემთხვევაში, ტურისტებს, რომლებიც დარჩებიან სასტუმროებში, სახლებში, ჰოსტელებში, ბანაკებში და სხვა ოფიციალურ განთავსების ადგილებში, დღეში დამატებით 1 ევროს გადახდა მოუწევთ. მსგავსი წესები უკვე მოქმედებს ალგარვეში, თუმცა იქ კურსი შედარებით მაღალია და 2 ევროს შეადგენს.

შეიძინეთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version