# 2024 წელს საქართველოს 5 მლნ-ზე მეტი საერთაშორისო ტურისტი ეწვია

- Link: https://avia.ge/tourism-records-in-georgia-2024-summary/
- Published: 2025-01-16T18:44:08+04:00
- Author: Anuka Robakidze

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ომიაძე, 2024 წლის
ტურიზმის სტატისტიკურ მაჩვენებლებს აჯამებს. მისი განცხადებით, გასულ წელს **საქართველომ
ტურისტების რეკორდული რაოდენობა მიიღო**.

„2024 წლის ტურისტული სეზონი წარმატებით დასრულდა და საქართველომ შთამბეჭდავი შედეგები
აჩვენა. **გასულ წელს ქვეყანას რეკორდული რაოდენობის სტუმარი ეწვია, საერთო ჯამში 5.1
მილიონი საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა**, რაც ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო მაჩვენებელია.
ჩვენი ტურისტული ტოპ მიმართულებები მოიცავდა: **ევროკავშირის ქვეყნები**,** დიდი ბრიტანეთი**,**
სპარსეთის ყურის ქვეყნები**, [**ინდოეთი**](https://avia.ge/indoetis-aviabiletebi/),**
ჩინეთი**,[** აშშ**](https://avia.ge/amerikis-aviabiletebi/) და[** ისრაელი**](https://avia.ge/aviabiletebi-israelis/).

2025 წლისთვის ჩვენი გეგმები კიდევ უფრო ამბიციურია. ვიწყებთ საერთაშორისო ტურისტული
გამოფენების სეზონს, სადაც საქართველო წარდგება კერძო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან
ერთად, რათა გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება საერთაშორისო არენაზე. გარდა ამისა,
ვგეგმავთ მარკეტინგულ კამპანიებს ევროპის სამიზნე ქვეყნებში,“ – აღნიშნა მაია ომიაძემ.

### ფრენები ქუთაისიდან

 | მიმართულება | გამგზავრების თარიღი | დაბრუნების თარიღი | ავიაბილეთების მოძებნა | 
   | ლარნაკა | 21 თებერვალი 2027 | 26 თებერვალი 2027 | [ავიაბილეთები 126 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.fromCity_tp_from_our_city_fly_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DKUT%252526destination_iata%25253DLCA%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2027-02-21%252526return_date%25253D2027-02-26%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | სალონიკი | 5 თებერვალი 2027 | 19 თებერვალი 2027 | [ავიაბილეთები 188 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.fromCity_tp_from_our_city_fly_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DKUT%252526destination_iata%25253DSKG%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2027-02-05%252526return_date%25253D2027-02-19%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | ვარშავა | 5 თებერვალი 2027 | 10 თებერვალი 2027 | [ავიაბილეთები 224 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.fromCity_tp_from_our_city_fly_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DKUT%252526destination_iata%25253DWAW%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2027-02-05%252526return_date%25253D2027-02-10%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | მილანი | 1 თებერვალი 2027 | 14 თებერვალი 2027 | [ავიაბილეთები 236 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.fromCity_tp_from_our_city_fly_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DKUT%252526destination_iata%25253DMIL%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2027-02-01%252526return_date%25253D2027-02-14%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | ვენეცია | 9 მარტი 2027 | 16 მარტი 2027 | [ავიაბილეთები 240 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.fromCity_tp_from_our_city_fly_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DKUT%252526destination_iata%25253DVCE%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2027-03-09%252526return_date%25253D2027-03-16%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | ათენი | 19 თებერვალი 2027 | 22 თებერვალი 2027 | [ავიაბილეთები 241 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.fromCity_tp_from_our_city_fly_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DKUT%252526destination_iata%25253DATH%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2027-02-19%252526return_date%25253D2027-02-22%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) |

 

**2024 წელს საქართველოში 5,091,732 საერთაშორისო ტურისტი ჩამოვიდა**, რაც 2023 წელთან
შედარებით 9%-იანი ზრდაა. 2019 წელთან შედარებით კი ზრდამ 0.2% შეადგინა.

ამასთან, **2024 წელს საქართველოში 7,368,149 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი დაფიქსირდა**,
რაც 2023 წელთან შედარებით 4.2%-ით მეტია. 2019 წელთან შედარებით კი ვიზიტების რაოდენობამ
78.7%-იანი აღდგენა აჩვენა.

**დაგეგმეთ მოგზაურობა Avia.ge-სთან ერთად და შეიძინე ავიაბილეთები ყველაზე იაფად. 
დაგვირეკეთ: [551 907 907](https://avia.ge/tourism-records-in-georgia-2024-summary/+995551907907)**
