თუ ნანატრი შვებულების დრო მოვიდა, და ფიქრობ, სად გაატარო დაუვიწყარი დრო, შეიძინე ავიაბილეთები ვალენსიის მიმართულებით და მერწმუნეთ, ნადვილად არ ინანებთ. რა სჯობს ცხელი ზაფხულის გატარებას მყუდრო, მშვი და ლამაზ ქალაქში? ვალენსია ესპანეთის სიდიდით რიგით მესამე ქალაქია. აქაურობა გამოირჩევა მომხიბვლელი სანაპიროებით, მაღალი დონის კაფე-რესტორნებით, უგემრიელესი კერძებით, უამრავი ღირსშესანიშნაობითა და დაუვიწყარი ღამის გართობებით.
ამ სტატიაში გირჩევთ როგორ გაატაროთ დრო ვალენსიაში სტუმრობისას. პირველი რაც უნდა გააკეთოთ, უნდა ესტუმროთ ელ კარმენის უბანს, ეს ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი უბანია და აქაა თავმოყრილი უამრავი სანახაობა.
1.ხელოვნებისა და მეცნიერების ქალაქი – Hemisfèric
ესპანეთის არქიტექტურული სიამაყე. არქიტექტორი სანტიაგო კალატრავია. ეს ანსამლი ნადვილად განსხვავდება ძველი ქალაქის ისტორიული უბნებისაგან. აქ ნახავთ: პლანეტარიუმს (კინო და ლაზერული შოუს თეატრი) ოკეანარიუმს, ოპერის თეატრს, მეცნიერებათა მუზეუმს და საგამოფენო გალერეას.
2.სერანოსის კარიბჭე – Torres de Serranos
ქალაქის კარიბჭე, რომელიც შემონახულია XIV საუკუნიდან. ეს შენობა ქალაქს მტრის თავდასხმისგან იცავდა. გასულ საუკუნეებში აქ ინახავდნენ სამუზეუმო ექსპონატებს.
3. კარიბჭე კვარტ – Torres de Quart
ქალაქის მეორე კარიბჭე, რომლეიც ვალენსიის შესასვლელს იცავს. აქედან არის შესაძლებელი ქალაქის ძველ ცენტრალურ ნაწილში შესვლა. საუკუნეების წინ კოშკებში ქალთა ციხე იყო განთავსებული.
4. მერიის მოედანი – Plaça de l’Ajuntament
ეს მოედანი მდებარეობს ვალენსიის ისტორიულ ნაწილში. აქ იმართება ქალაქისთვის მნისვნელოვანი სოციალური ღონისძიებები. თავად მერიის შენობა კი მე-18 საუკუნის ულამაზესი, ბაროკოს სტილის თვალწარმტაცია სასახლეა. აივნებითა და მორთული თაღებით.
5. დედოფლის მოედანი – Plaza de la Reina
ეს ვალენსიაში ყველაზე დატვრთული და ხალხმრავალია მოედანია. ამ მოედნიდანე იყრის ერთდროულად თავს რამდენიმე ქუჩა და სწორედ აქედან იწყება ვალენსიის ყველა ქუჩის ანგარიშიც. ამ ადგილს სახელი მმართველი ალფონსო XII-ის მეუღლის, დედოფალ მარიამის საპატივცემულოდ ეწოდა.
6.ვალენსიის ტაძარი – Catedral de Valencia
მთავარი ქრისტიანული ეკლესია ვალენსიაში – წმინდა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი. შენობა ხმელთაშუა ზღვის გოთურ სტილშია აშენებული. ტაზრის შიგნით მდებარეობს მუზეუმი, სადაც შეხვდებით 90-მდე სხვადასხვა სტილის მხატვრულ ნამუშევრებს, მათ შორისაა გოიას ტილოებიც. სწორედ აქ ინახება უამრავი რელიქვია და მათ შორის წმინდა გრაალი.
7. ჩრდილოეთ სადგური – Estació del Nord
ვალენსიის მთავარი რკინიგზის სადგური. შენიბა მე-20 საუკუნის დასაწყისშია აშენებული. მისი ინტერიერიც ისეთივე გრაციოზულია როგორც ექსტერიერი. აქაურობა მოპირკეთებულია ვიტრაჟებით, ფილებითა და მოზაიკებით.
8. პლაზა დელ ტოროს მოედანი – Plaza de Toros
ეს არენა განკუთვნილია ხარების ბრძოლისთვის. არენის დიამეტრი 52 მეტრია და 16 000-მდე მაყურებელს იტევს. შიგნითაა ხარების მუზეუმი, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ეროვნული ტრადიციის ისტორიას.
9. ვალენსიას ბიოპარკი – Valencia Bioparc
ეს არის ზოოპარკი, სადაც ყველაზე ბუნებრივი პირობებია შექმნილი ცხოველთათვის. აქ ასობით სხვადასხვა სახეობის 4000-მდე ცხოველი ბინადრობს. პარკსი არ არის შემოღობილი გალიები, ამიტომ ცხოველებს შეუძლიათ გადაადგილდნენ პარკის მთელ ტერიტორიაზე. ტერიტორია დაყოფილია 4 ნაწილად, სადაც განთავსებულნი არიან ცხოველები სხვადასხვა კონტინენტიდან.
10. რა თქმა უნდა, ვალენსიური კერძების დაგემოვნება არ უნდა დაგვავიწყდეს!
- პირველი, რაც აუცილებლად უნდა გასინჯოთ, ეს არის პაელა/Paella, ის ვალენსიის რეგიონში შეიქმნა და ყველაზე კლასიკური ესპანური კერძია. მისი გაკეთება სეიძლება როგორც ზღვის პროდუქტებით და ნებისმიერი ტიპის ხორცით, ასევე, ვეგეტარიანულ ვარიანტშიც.
- აროზ ა ბანდა/Arroz a banda – მორიგი უგემრიელესი კერძია. მას პაელასგან ის განასხვავებს, რომ თევზი და ბრინჯი ერთმანეთისგან განცალკევებულია.
- სუკეტი/Suquet de peix – კერძი სხადასხვა ტიპის თევზისგან მზადდება და შემდეგ ემატება პომიდორი, ხახვი, კარტოფილი და კრევეტები. ბოლოს კი მას სპეციალურ ტოპინგს ამატებენ, რომელიც ნივრით, ზაფრანით, ოხრახუშითა და ნუშით მზადდება.
- არ დაგავიწყდეთ, უგემრიელესი ჩურო/churros-ის გასინჯვა. ესპანეთსი საუზმე მის გარეშე წარმოუდგენელია. მას ყავასთან ან ცხელ შოკოლადთან ერთად მიირთმევენ.