# 10 რამ, რაც ვალენსიაში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ

- Link: https://avia.ge/things-to-do-in-valencia/
- Published: 2022-07-13T21:50:46+04:00
- Author: Anuka Robakidze

თუ ნანატრი შვებულების დრო მოვიდა, და ფიქრობ, სად გაატარო დაუვიწყარი დრო, შეიძინე
[ავიაბილეთები ვალენსიის მიმართულებით](https://avia.ge/valenciis-aviabiletebi/) და
მერწმუნეთ, ნადვილად არ ინანებთ. რა სჯობს ცხელი ზაფხულის გატარებას მყუდრო, მშვი და
ლამაზ ქალაქში? ვალენსია [ესპანეთის](https://avia.ge/espanetis-aviabiletebi/) სიდიდით
რიგით მესამე ქალაქია. აქაურობა გამოირჩევა მომხიბვლელი სანაპიროებით, მაღალი დონის
კაფე-რესტორნებით, უგემრიელესი კერძებით, უამრავი ღირსშესანიშნაობითა და დაუვიწყარი
ღამის გართობებით.

ამ სტატიაში გირჩევთ როგორ გაატაროთ დრო ვალენსიაში სტუმრობისას. პირველი რაც უნდა 
გააკეთოთ, უნდა ესტუმროთ ელ კარმენის უბანს, ეს ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი
უბანია და აქაა თავმოყრილი უამრავი სანახაობა.

**1.ხელოვნებისა და მეცნიერების ქალაქი – Hemisfèric**

ესპანეთის არქიტექტურული სიამაყე [მეცნიერების მუზეუმი](https://avia.ge/sights/science-museum/).
არქიტექტორი სანტიაგო კალატრავია. ეს ანსამლი ნადვილად განსხვავდება ძველი ქალაქის 
ისტორიული უბნებისაგან. აქ ნახავთ: პლანეტარიუმს (კინო და ლაზერული შოუს თეატრი) ოკეანარიუმს,
ოპერის თეატრს, მეცნიერებათა მუზეუმს და საგამოფენო გალერეას.

**2.სერანოსის კარიბჭე – Torres de Serranos**

![](https://avia.ge/wp-content/uploads/2022/07/serranos-towers.jpg)

ქალაქის კარიბჭე, რომელიც შემონახულია XIV საუკუნიდან. ეს შენობა ქალაქს მტრის თავდასხმისგან
იცავდა. გასულ საუკუნეებში აქ ინახავდნენ სამუზეუმო ექსპონატებს.

**3. კარიბჭე კვარტ – Torres de Quart **

![](https://avia.ge/wp-content/uploads/2022/07/Torres-de-Quart.jpg)

ქალაქის მეორე კარიბჭე, რომლეიც ვალენსიის შესასვლელს იცავს. აქედან არის შესაძლებელი
ქალაქის ძველ ცენტრალურ ნაწილში შესვლა. საუკუნეების წინ კოშკებში ქალთა ციხე იყო განთავსებული.

**4. მერიის მოედანი – Plaça de l’Ajuntament **

![](https://avia.ge/wp-content/uploads/2022/07/Placa-de-lAjuntament.jpg)

ეს მოედანი მდებარეობს ვალენსიის ისტორიულ ნაწილში. აქ იმართება ქალაქისთვის მნისვნელოვანი
სოციალური ღონისძიებები. თავად მერიის შენობა კი მე-18 საუკუნის ულამაზესი, ბაროკოს
სტილის თვალწარმტაცია სასახლეა. აივნებითა და მორთული თაღებით.

**5. დედოფლის მოედანი – Plaza de la Reina**

![](https://avia.ge/wp-content/uploads/2022/07/Plaza-de-la-Reina.jpg)

ეს ვალენსიაში ყველაზე დატვრთული და ხალხმრავალია მოედანია. ამ მოედნიდანე იყრის ერთდროულად
თავს რამდენიმე ქუჩა და სწორედ აქედან იწყება ვალენსიის ყველა ქუჩის ანგარიშიც. ამ 
ადგილს სახელი მმართველი ალფონსო XII-ის მეუღლის, დედოფალ მარიამის საპატივცემულოდ 
ეწოდა.

**6.ვალენსიის ტაძარი – Catedral de Valencia**

![](https://avia.ge/wp-content/uploads/2022/07/Catedral-de-Valencia.jpg)

მთავარი ქრისტიანული ეკლესია ვალენსიაში – წმინდა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი. შენობა
ხმელთაშუა ზღვის გოთურ სტილშია აშენებული.  ტაზრის შიგნით მდებარეობს მუზეუმი, სადაც
შეხვდებით 90-მდე სხვადასხვა სტილის მხატვრულ ნამუშევრებს, მათ შორისაა გოიას ტილოებიც.
სწორედ აქ ინახება უამრავი რელიქვია და მათ შორის წმინდა გრაალი.

**7. ჩრდილოეთ სადგური – Estació del Nord**

![](https://avia.ge/wp-content/uploads/2022/07/Estacio-del-Nord.jpg)

ვალენსიის მთავარი რკინიგზის სადგური. შენიბა მე-20 საუკუნის დასაწყისშია აშენებული.
მისი ინტერიერიც ისეთივე გრაციოზულია როგორც ექსტერიერი. აქაურობა მოპირკეთებულია ვიტრაჟებით,
ფილებითა და მოზაიკებით.

**8.  პლაზა დელ ტოროს მოედანი – Plaza de Toros **

ეს არენა განკუთვნილია ხარების ბრძოლისთვის. არენის დიამეტრი 52 მეტრია და 16 000-მდე
მაყურებელს იტევს. შიგნითაა ხარების მუზეუმი, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ეროვნული 
ტრადიციის ისტორიას.

**9. ვალენსიას ბიოპარკი – Valencia Bioparc**

ეს არის ზოოპარკი, სადაც ყველაზე ბუნებრივი პირობებია შექმნილი ცხოველთათვის. აქ ასობით
სხვადასხვა სახეობის 4000-მდე ცხოველი ბინადრობს. პარკსი არ არის შემოღობილი გალიები,
ამიტომ ცხოველებს შეუძლიათ გადაადგილდნენ პარკის მთელ ტერიტორიაზე. ტერიტორია დაყოფილია
4 ნაწილად, სადაც განთავსებულნი არიან ცხოველები სხვადასხვა კონტინენტიდან.

**10. რა თქმა უნდა, ვალენსიური კერძების დაგემოვნება არ უნდა დაგვავიწყდეს!**

![](https://avia.ge/wp-content/uploads/2022/07/traditional-food.jpg)

 * პირველი, რაც აუცილებლად უნდა გასინჯოთ, ეს არის პაელა/Paella, ის ვალენსიის რეგიონში
   შეიქმნა და ყველაზე კლასიკური ესპანური კერძია. მისი გაკეთება სეიძლება როგორც ზღვის
   პროდუქტებით და ნებისმიერი ტიპის ხორცით, ასევე, ვეგეტარიანულ ვარიანტშიც.
 * აროზ ა ბანდა/Arroz a banda –  მორიგი უგემრიელესი კერძია. მას პაელასგან ის განასხვავებს,
   რომ თევზი და ბრინჯი ერთმანეთისგან განცალკევებულია.
 * სუკეტი/Suquet de peix – კერძი სხადასხვა ტიპის თევზისგან მზადდება და შემდეგ ემატება
   პომიდორი, ხახვი, კარტოფილი და კრევეტები. ბოლოს კი მას სპეციალურ ტოპინგს ამატებენ,
   რომელიც ნივრით, ზაფრანით, ოხრახუშითა და ნუშით მზადდება.
 * არ დაგავიწყდეთ, უგემრიელესი ჩურო/churros-ის გასინჯვა. ესპანეთსი საუზმე მის გარეშე
   წარმოუდგენელია. მას ყავასთან ან ცხელ შოკოლადთან ერთად მიირთმევენ.

 
