ავიაბილეთები ყველაზე იაფად

10 რამ, რაც რომში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ

რომის ავიაბილეთები things to do

შეიძინეთ რომის ავიაბილეთები და მოიწყვეთ ნამდვილი “რომაული არდადეგები”. ამისთვის კი დაგჭირდება იმის ცოდნა, თუ რა უნდა მოინახულო პირველ რიგში, რათა კარგად გაიცნოთ და დატკბეთ ამ ქალაქის მშვენიერებით.

იტალიის დედაქალაქი რომი ტურისტების საყვარელი ქალაქია, მას ქალაქ-მუზეუმსაც უწოდებენ. ეს ქალაქი ცნობილია თავისი ისტორიით, კულტურით, ღირსშესანიშნაობებით და ის მსოფლიოს ულამაზესი ქალაქების სიაშია შეყვანილი.

rome

1.აუცილებლად მოინახულეთ “სიმართლის ბაგეები” (Bocca della Verità)

სიმართლის დასადგენად ადრე არსებობდა საკმაოდ საინტერესო მეთოდი, ამ იდუმალი ღვთაების დაუნდობელი მზერის წინაშე ბევრი აღიარებდა საკუთარ დანაშაულს ან ბევრი ცრუ ადამიანი ემშვიდობებოდა ხელის მტევანს. ამ ბარელიეფის უკან მდებარე ოთახში ალესილი მახვილით შეიარაღებული ჯალათი იმალებოდა, რომელიც საიდუმლო ნიშანს ელოდებოდა რომ მსჯავრდებულისთვის მაჯა მოეჭრა.

Bocca della Verità

2. კონსტანტინეს ტრიუმფალური თაღი (Arco di Costantino)

ეს თაღი რომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ძეგლია. ის აიგო 315 წელს, იმპერატორ კონსტანტინეს გამარჯვების აღსანიშნავად. ხალხისთვის ის იყო “მშვიდობის განმათავისუფლებელი და მაცნე”, ამიტომ ამ თაღთან მისდამი პატივსაცემად იმართებოდა ხოლმე საზეიმო მსვლელობები. თაღის სიმაღლე 21 მეტრია, სიგანე – 25,70 მეტრი, სიღრმე – 7,40 მეტრი.

Arco di Costantino

3. ტრევის შადრევანი ( Fontana di Trevi)

ეს ადგილი რომში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია. შადრევნის ნახვას თუ გადაწყვეტთ, აუცილებლად დილით ადრე ან საღამოს გვიან ესტუმრეთ, რადგან ამ დროს ის განსაკუთრებულად ლამაზია. ასევე არ დაგავიწყდეტ სურვილის ჩაფიქრება და მასში მონეტის გადაგდება, ამბობენ რომ თუ ამას გააკეთებ, რომში აუცილებლად დაბრუნდები.

La Fontana di Trevi 4K - IL SILENZIO DI ROMA

4. პანთეონი რომში – ყველა ღმერთის ტაძარი

პანთეონი რომის მთავარ ღირსშესანიშნაობების სიაში შედის. ტაძარში დასაფლავებული არიან იტალიის გამოჩენილი ადამიანები: მეფე ვიტორიო ემანუელე II, მისი შვილი უმბერტო I მეუღლესთან ერთად და სხვ. პანთეონის კედლის სისქე 6 მეტრია, მის გუმბათში არსებული “პანთეონის თვალი” 9 მეტრის დიამეტრისაა. ლეგენდის თანახმად, ის გაჩნდა მაშინ, როდესაც ტაძარში წირვა დაიწყო. ბოროტმა სულებმა ვერ გაუძლეს წმინდა ლიტურგიას და ტაძარი გუმბათიდან სასწრაფოდ დატოვეს, იქ კი – “ფანჯარა” დატოვეს. სწორედ მხოლოდ აქედან შემოდის პანთეონში შუქი, რადგან ტაძარს სხვა ფანჯარა არა გააჩნია.

Pantheon

5. სიქსტეს კაპელა

კაპელა მდებარეობს ვატიკანის მუზეუმებში, სადაც 54 დარბაზი-გალერეაა, სიქსტეს კაპელა კი ბოლო დარბაზშია. ის აიგო რომის პაპის სიქსტუს IV-ის ბრძანებით და სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. კაპელას მსოფლიო დიდება მოუტანა მიქელანჯელოსა და სხვა მხატვრების ფრესკებმა და იმან, რომ ის საოცრად ჰგავს სოლომონის ტაძარს ძველი აღთქმიდან.

Sistine Chapel [360° 4K]

6. კოლოსეუმი რომში  ( Colosseum )

კოლოსეუმი რომის შუაგულში მდებარეობს.  სახელწოდება მოდის ლათინური სიტყვიდან “colosseus“, რაც უზარმაზარს ნიშნავს. ძველ რომში კოლოსეუმს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ის იყო თავშეყრის ადგილი იმპერატორების, სენატორებისა და მდაბიოების, ქალაქელებისა და სოფლელების. აქ იმართებოდა როგორც გლადიატორთა დაუნდობელი ორთაბრძოლები, ისე მასობრივი სპორტული და გასართობი ღონისძიებები.

Colosseum

7. რომის ფორუმი ( Roman Forum )

რომის ფორუმი ოდესღაც რომისა და რომის იმპერიის ცივილიზაციის ცენტრი იყო. დღესდღეობით ამ ადგილს უამრავი ტურისტი და არქეოლოგი სტუმრობს. ფორუმი არის ქალაქის ცენტრალური მოედანი, სადაც განთავსებული იყო რამდენიმე საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა,  ასევე იქ იმართებოდა მოლაპარაკებები, ხდებოდა გარიგებები, გაისმოდა რომაელი ორატორების, პოლიტიკოსებისა და მხედართმთავრების სიტყვები, აქ იმართებოდა სახალხო თავყრილობები და ზეიმები.

Colosseum

8. კარგი იქნება თუ მოინახულებთ ესპანურ კიბეებსაც

ეს კიბე, ალბათ, ყველამ ვიცით ფილმიდან “რომაული არდადეგები”. ეს არის ყველაზე პოპულარული ადგილი პაემნისათვის მთელ რომში. იგი აშენდა Via del Babuino-ს Via Felice-სთან დასაკავშირებლად. ტურისტებისთვის ამ კიბეებზე ჩამოჯდომა ისეთივე აუცილებლობაა, როგორიც ტრევის შადრევანში მონეტის გადაგდება.

Spanish Steps

9. შოპინგი

რომში სანახავი ბევრია, თუმცა არა ნაკლებ საინტერესოა შოპინგი, რადგან ცნობილი დიზაინერები, როგორიცაა დომინიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა, ჯორჯო არმანი, ჯანი ვერსაჩე და ფრანკო მოსკინო იტალიელები იყვნენ.

საშოპინგოდ უნდა ეწვიოთ შემდეგ სავაჭრო რაიონებს: Via del Corso, Via Nazionale, Via Cola di Rienzo, Via Condotti.

სავაჭრო ქუჩებია: Via Borgognona, via Sistina, via Frattina.

სავაჭრო ცენტრები: Galleria Alberto Sordi, La Rinascente,  UPIM, Coin Excelsior, Oviesse, Euroma2, Designer Outlet Village Castel Romano, Valmontone Outlet.

Galleria Alberto Sordi

10. და ბოლოს, იტალიური კერძების გარეშე ხომ წარმოუდგენელია?!

იტალიურ სამზარეულოს აღმერთებს მთელი მსოფლიო, არც თქვენ გაუშვათ შანსი ხელიდან და აუცილებლად დააგემოვნეთ იტალიური კერძები. იტალიური კერძები კეთდება მხოლოდ ახალი პროდუქტებით, ჭამის პროცესი კი მათთვის დიდი დღესასწაულია, ისინი ტკბებიან ყოველი ლუკმით.

პირველ რიგში გასინჯეთ იტალიის ნაციონალური კერძი – პიცა, არ დაგავიწყდეთ დააგემოვნოთ პასტა, იტალიეები მას თითქმის ყოველ დღე მიირთმევენ. რიზოტო – ბულიონზე მომზადებული ბრინჯის კერძი. ლაზანია – ერთგვარი ფენოვანი ღვეზელი. რავიოლი – გარეგნულად პელმენს ჰგავს, მზადდება სხვადასხვა შიგთავსისგან. კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ ბოლოს, აუცილებლად ჩაიტკბარუნეთ პირი ტირამისუთი.

italian dishes

Exit mobile version