ავიაბილეთები ყველაზე იაფად

10 რამ, რაც კრაკოვში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ

კრაკოვი

კრაკოვი სიდიდით მეორე ქალაქია პოლონეთში, რომელიც გთავაზობთ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს, გოთურ ეკლესიებს, შუა საუკუნეების ულამაზეს ციხე-სიმაგრეებს, ლამაზ პარკებს და სასიამოვნო კაფეებს, სადაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ ფინჯანი ყავით.

თუ გინდათ დაუვიწყარი გახადოთ თქვენი მოგზაურობა, მნიშვნელოვანია იცოდეთ იმ აქტივობებისა და სანახაობების შესახებ, რითაც კრაკოვს ახლოდან გაიცნობთ და შეიყვარებთ.

1. ბაზრის მოედანი

ევროპის ერთ-ერთი უდიდესი შუა საუკუნეების მოედანი, კრაკოვის ცენტრალური ბაზარი იყო ქალაქის კომერციული, სოციალური და ადმინისტრაციული ცენტრი მე-13 საუკუნის შუა ხანებიდან. ეს გრანდიოზული მოედანი აშენდა მონღოლთა შემოსევის შედეგად განადგურებული ქალაქის აღდგენის დროს, რომელიც ასევე შუა საუკუნეების ურბანული დიზაინის მუდმივ ნაწილს წარმოადგენს.

მოედნის ტერიტორიაზე ან მის მახლობლად რამდენიმე ძეგლი მდებარეობს, როგორიცაა “ქსოვილის დარბაზი” და წმინდა მარიამის ბაზილიკა. მთავარი მოედნის საზღვრებთან კი არის ქალაქური სახლების გრძელი რიგები და მიუხედავად იმისა, რომ მე-20 საუკუნის ბოლოს მათი ფასადები ნეოკლასიკურად განახლდა, შენობები, როგორც წესი, გაცილებით ძველია. მაგალითად, Wierzynek რესტორანი, რომელიც შუა საუკუნეებშია აშენებული, სადაც საღვთო რომის იმპერატორმა ჩარლზ IV-მ და ელიზაბეტ პომერანიელმა 1364 წელს თავიანთი ქორწილი აღნიშნეს.

2. ვაველის ციხე

ვაველის ციხე

განუზომელი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი, იუნესკოს სიაში შეტანილი ვაველის ციხე ძველი ქალაქის ზემოთ მდებარეობს. ციხე გამოირჩევა ყველა სტილის არქიტექტურით, რომაულიდან დაწყებული ბაროკოთი დამთავრებული. ის წარმოადგენდა პოლონეთის მეფის საცხოვრებელს მე-13 საუკუნიდან მე-17 საუკუნემდე.

1940-იანი წლებიდან ვაველის ციხე იყო ეროვნული მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია პოლონეთის მონარქის სიმდიდრე. ვერონეზეს, ლუკას კრანახ უფროსის და დომენიკო გირლანდაიოს ნახატებით, გობელენებითა და საოცარი საგანძურითა თუ საჭურველით.

ის, რაც აქ ყოფნისას არ უნდა გამოტოვოთ, არის Szczerbiec, თითქმის ყველა მონარქის კორონაციის ხმალი 1320 წლიდან 1764 წლამდე.

3. ბარბიკენი

ბარბიკენი

ბარბიკენი ერთადერთი შემორჩენილი კარიბჭეა შუა საუკუნეების ციხესიმაგრეებიდან, რომელიც ოდესღაც მთელ ქალაქს ეკრა გარშემო. მისი წითელი აგურის საყრდენები, წრიული ფორმა და შესანიშნავი კოშკები დაეხმარნენ მონღოლთა ლაშქრობის დროს მე-13 საუკუნეში. დღეისათვის იგი დროდადრო მასპინძლობს თეატრალურ წარმოდგენებსა და სხვა ხელოვნების შოუებს.

4. წმინდა მარიამის ბაზილიკა

წმინდა მარიამის ბაზილიკა

ეს ბაზილიკა აშენდა ძველი ეკლესიის საძირკველზე, რომელიც ასევე მონღოლებმა გაანადგურეს. ეს აგურის გოთური საოცრება მე-14 საუკუნეს მიეკუთვნება და მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში იცვლიდა ფორმას.

წმინდა მარიამის ბაზილიკის კოშკზე განთავსებული ზარი მე-13 საუკუნეში ქალაქს მონღოლთა შემოსევის დროს აფრთხილებდა, ახლა კი იგი შემორჩენილია, როგორც სიმბოლო, წარსული დროისა და ისტორიისა, რომელიც ყოველ საათში ეღთხელ რეკავს.

5. წმინდა ფლორიანის კარიბჭე

წმინდა ფლორიანის კარიბჭე

ეს მშვენიერი პოლონური გოთური ნაგებობა – წმინდა ფლორიანის კარიბჭე, აღნიშნავს ე.წ. სამეფო მარშრუტის დასაწყისს. გაიარეთ ეს გვირაბი და მოუსმინეთ ბასკერების მიერ შესრულებულ, მაღალმთიან ხალხურ სიმღერებს, სანამ პოლონელი მეფეების სამყოფლისკენ გაემართებით.

6. კოშციუშკოს ბორცვი

კოშციუშკოს ბორცვი

ტადეუშ კოშციუშკო იყო პოლონეთის ეროვნული გმირი, რომელიც დაჯილდოვდა პრუსიისა და რუსეთის წინააღმდეგობის გაწევისთვის მე-18 საუკუნის ბოლოს. 1794 წელს იგი ხელმძღვანელობდა განწირულ, მაგრამ სულისშემძვრელ აჯანყებას რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც კრაკოვის მთავარ მოედანზე დაიწყო.

კოშიუშკოს გარდაცვალების შემდეგ მისი ცხედარი დაკრძალეს ამ 34 მეტრის სიმაღლის ბორცვის ქვეშ. ბორცვის მშენებლობა დასრულდა 1823 წელს და მდებარეობს სიკორნიკის მწვერვალზე, ზღვის დონიდან 326 მეტრზე.

7. ვისტულანის ბულვარები

ვისტულანის ბულვარები

ვისტულა არის მდინარე კრაკოვში. მისი ფართო ნაპირები ხელოვნურადაა შექმნილი, სადაც გამოყოფილია დასასვენებელი სივრცეები, ველოსიპედის ბილიკები, საკრუიზო გემების ნაპირები და ქალაქის „წყლის ტრამვაის“ გაჩერებები.

8. დრაკონის ბუდე

დრაკონის ბუდე

ციხე ვაველის გავლით, პოლონეთის ყველაზე ცნობილი გამოქვაბული, კარსტული წარმონაქმნია, რომელიც ყველასთვის ცნობილია, როგორც დრაკონის ბუდე.

თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ამ დრაკონის სკულპტურას შესასვლელის წინ, რომელიც 1972 წელს დამონტაჟდა და რომელიც ცეცხლსაც კი აფრქვევს. ხალხური თქმულების თანახმად, დრაკონი მეფე კრაკუსმა ქალაქის დაარსებამდე მოკლა.

ტაძრის შესასვლელთან არის ყინულის ხანით დათარიღებული ჯაჭვზე ჩამოკიდებული ძვლები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ისინი დრაკონს ეკუთვნის.

9. ტინიეკის სააბატო

ტინიეკის სააბატო

ძველი ქალაქიდან სამხრეთ-დასავლეთით ათი კილომეტრის სავალზე მდებარე ტინიეკი არის მდინარე ვისტულას კირქვის კანიონზე გაშენებული სოფელი. ეს არის მოქმედი მონასტერი, სადაც არის პატარა მუზეუმი, ბოლო დროს გათხრების შედეგად აღმოჩენილი ობიექტებით.

თქვენ შეგიძლიათ ზაფხულში ეწვიოთ ამ საბაატოს, სადაც იმართება სხვადასხვაკონცერტი და სადღესასწაულო საღამოები, ხოლო ბელვედერზე არის პატარა კაფე და საჩუქრების მაღაზია, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ სასულიერო პირების მიერ დამზადებულ სპეციალიზირებულ საკვები და კოსმეტიკა.

10. იაგელონის უნივერსიტეტის მუზეუმი – კოლეგიუმი მაიუსი

კოლეგიუმი მაიუსი

ძველ ქალაქში შეგიძლიათ მოაწყოთ 30 წუთიანი ინტენსიური ტური Collegium Maius-ში, იაგელონის უნივერსიტეტის უძველეს შენობაში. 1300-იან წლებში დაარსებული ეს მუზეუმი არის ასევე პოლონეთის უძველესი უნივერსიტეტის შენობა.

ტურზე თქვენ გაივლით სალექციო ოთახებს, საზეიმო დარბაზებს, პროფესორთა ოთახებს, ფანტასტიკურ ბიბლიოთეკასა და მუზეუმს, რომელშიც ნახავთ მსოფლიოში უძველესი გლობუსი, რომელზეც გამოსახულია ამერიკა.

თუ ფიქრობთ, რომ ეს ის ქალაქია, სადაც სასიამოვნოდ გაატარებთ დროს, ნამდვილად არ ცდებით!

კრაკოვის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 

Exit mobile version