ავიაბილეთები ყველაზე იაფად

მსოფლიოს უდიდესი თვითმფრინავი Mriya 70%-ითაა დასრულებული

ყველაზე დიდი თვითმფრინავი

უკრაინის ავიაციის სიმბოლო Mriya მზად არის აღდგენისთვის! An-225 “მრია” და An-124 “რუსლანი” სატრანსპორტო თვითმფრინავების მთავარი პილოტის, დიმიტრი ანტონოვის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე დიდი “მრია”-ს მეორე ეგზემპლარი უკვე 70%-ითაა დასრულებული. მისი განცხადებით, ფიუზელაჟი და ფრთა, რომლებიც პროექტის ძირითადი კომპონენტებია, შესანიშნავ მდგომარეობაშია და ეს იძლევა საშუალებას, პროექტის დასრულებაზე მუშაობა გაგრძელდეს.

ანტონოვის თქმით, ფიუზელაჟი და ფრთა ჯერ კიდევ 1990 წელს შეიქმნა, როდესაც მეორე An-225-ის წარმოება იგეგმებოდა. თუმცა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პროექტი შეჩერდა.

მრიაAn-225 “Mriya” მსოფლიოში ყველაზე დიდი სატრანსპორტო თვითმფრინავი, შექმნილია უკრაინული კომპანია Antonov Design Bureau-ს მიერ. მისი ძირითადი მახასიათებლებია:

„სსრკ რომ არ დაშლილიყო, რამდენიმე წელიწადში ორი ასეთი თვითმფრინავი გვექნებოდა. მიუხედავად ამისა, პროექტის ძირითადი ელემენტები 30 წლის განმავლობაში კარგ მდგომარეობაში იყო დაცული, რაც საშუალებას იძლევა, მშენებლობა დასრულდეს. ახლა საჭიროა მხოლოდ დარჩენილი 30%-ის გაკეთება, რაც მოიცავს ახალი თვითმფრინავის აღჭურვას“, – აღნიშნა ანტონოვმა.

ცნობა მეორე An-225-ის 70%-იანი მზადყოფნის შესახებ ერთი წლის წინაც გავრცელდა. 2023 წლის ნოემბერში ანტონოვმა განაცხადა, რომ ფიუზელაჟი და ფრთა უკვე მზად იყო.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა4 ნოემბერი 202511 ნოემბერი 2025FlyArystanავიაბილეთები 582 -დან
ათენი23 ივნისი 202526 ივნისი 2025Wizz Airავიაბილეთები 309 -დან
აბუ დაბი30 აგვისტო 20253 სექტემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 254 -დან
ბარსელონა20 მარტი 202623 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 799 -დან
ბერლინი30 ოქტომბერი 20256 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 688 -დან
ბრიუსელი7 აგვისტო 202514 აგვისტო 2025Wizz Airავიაბილეთები 894 -დან

გასაკეთებელი რჩება აღჭურვილობის დამატება, მათ შორის ფრენის კონტროლის სისტემები, საწვავის და ჰიდრავლიკური მექანიზმები. ამ პროცესში ახალი ტექნოლოგიები იქნება გამოყენებული, მათ შორის ის სისტემები, რომლებიც უკვე გამოიყენება “რუსლანზე“, – თქვა ანტონოვმა.

მიუხედავად ამისა, მეორე An-225-ის დასრულების მიზანშეწონილობის საკითხი კვლავ სადავოა. ანტონოვი დარწმუნებულია, რომ უკრაინას ეს თვითმფრინავი ეკონომიკური სარგებლიანობისთვის სჭირდება და ის ქვეყნის ავიაციის უნარების სიმბოლოა. თუმცა, ANTONOV-ის მთავარი დიზაინერის მოადგილე, ანატოლი ვოლნიანკო, სკეპტიკურად უყურებს პროექტის პრაქტიკულობას, რადგან მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 500 მილიონ ევროს აღწევს, რაც ქვეყნისთვის, ომის პირობებში, ძალიან დიდი ინვესტიციაა.

დაჯავშნე ავიაბილეთები ყველაზე იაფად ნებისმიერი მიმართულებით Avia.ge-ზე. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version