Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

2025 წელს ყველაზე გავლენიანი პასპორტები

ყველაზე ძლევამოსილი პასპორტები

მოგზაურობისთვის პასპორტი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, თუმცა მისი გავლენა და სტატუსი შესაძლოა განსხვავდებოდეს. Hanley & Partners ყოველწლიურად აქვეყნებს რეიტინგს, რომელიც ასახავს, რამდენ ქვეყანაში შეუძლიათ ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეებს უვიზოდ შესვლა ან ვიზის ადგილზე აღება.

მაღალი რეიტინგის მქონე პასპორტების მფლობელებს მოგზაურობა გაცილებით უმარტივდებათ, რადგან მათთვის ვიზის წინასწარი მიღება საჭირო არ არის და ისინი მკაცრ პასპორტ კონტროლსაც მარტივად გადიან. ამიტომ ასეთი პასპორტები ყველაზე სასურველად ითვლება.

2025 წლის Hanley Passport Index-ის მიხედვით, რეიტინგის სათავეში სინგაპური აღმოჩნდა, რომლის მოქალაქეებს 193 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ მოგზაურობა. იაპონიისა და სამხრეთ კორეის მოქალაქეებს ეს უფლება 190 ქვეყანაში აქვთ. გერმანია და საფრანგეთი, რომლებიც 2024 წელს პირველ ადგილს იყოფდნენ, ახლა მესამე ადგილზე ჩამოქვეითდნენ. პირველი 15-ეულში დანარჩენი ქვეყნები უმეტესად ევროპული სახელმწიფოებია.

2025 წლის ყველაზე გავლენიანი პასპორტები:

აშშ-ის პასპორტი კიდევ უფრო ჩამოქვეითდა

რაც შეეხება აშშ-ის პასპორტს, მოწინავე პოზიციებს აღარ იკავებს. 10 წლის წინ იგი ტრადიციულად პირველ ან მეორე ადგილს იკავებდა, ახლა კი ამერიკის პასპორტის მფლობელებს ვიზის გარეშე მხოლოდ 183 ქვეყნაში შეუძლიათ გამგზავრება.

რეიტინგში აშშ-ს ოდნავ უსწრებენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა კანადა (უვიზოდ 185 მიმართულება), დიდი ბრიტანეთი (186) და ავსტრალია (186).

რაც შეეხება საქართველოს, უვიზო მიმოსვლა ან ჩასვლისას ვიზის აღების უფლება 122 ქვეყანასთან აქვს და Hanley Passport Index-ის რეიტინგში 42-ე ადგილს იკავებს.

ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
მოსკოვი22 ოქტომბერი 202622 ოქტომბერი 2026Red Wingsავიაბილეთები 780 - დან
ბაქო30 სექტემბერი 20268 ოქტომბერი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 516 - დან
სანკტ პეტერბურგი6 ოქტომბერი 202620 ოქტომბერი 2026Ajetავიაბილეთები 996 - დან
სტამბოლი15 აგვისტო 202627 აგვისტო 2026Ajetავიაბილეთები 281 - დან
სოჭი2 ოქტომბერი 202613 ოქტომბერი 2026Red Wingsავიაბილეთები 457 - დან
ანტალია20 ოქტომბერი 202628 ოქტომბერი 2026SunExpressავიაბილეთები 490 - დან
მინვოდი4 აგვისტო 20266 აგვისტო 2026Azimuthავიაბილეთები 475 - დან
კრასნოდარი22 ოქტომბერი 20266 ნოემბერი 2026Red Wingsავიაბილეთები 554 - დან
კიშინიოვი31 ივლისი 20262 აგვისტო 2026Fly Oneავიაბილეთები 410 - დან
უფა31 ივლისი 20267 აგვისტო 2026Azimuthავიაბილეთები 1 093 - დან
ნოვოსიბირსკი28 სექტემბერი 20266 ოქტომბერი 2026SCATავიაბილეთები 1 401 - დან
ეკატერენბურგი10 ოქტომბერი 202618 ოქტომბერი 2026Red Wingsავიაბილეთები 961 - დან
ჯედა4 აგვისტო 202614 აგვისტო 2026Flynasავიაბილეთები 953 - დან
ერევანი21 აგვისტო 202623 აგვისტო 2026FLYONE Armeniaავიაბილეთები 283 - დან
კაზანი12 ოქტომბერი 202619 ოქტომბერი 2026Red Wingsავიაბილეთები 1 090 - დან
ათენი1 ოქტომბერი 20267 ოქტომბერი 2026Sky Express Greeceავიაბილეთები 515 - დან
პარიზი5 ოქტომბერი 202612 ოქტომბერი 2026Ajetავიაბილეთები 574 - დან
ბელგრადი11 სექტემბერი 202618 სექტემბერი 2026Ajetავიაბილეთები 537 - დან
ტაშკენტი14 აგვისტო 202621 აგვისტო 2026Uzbekistan Airwaysავიაბილეთები 1 005 - დან
სამარა1 სექტემბერი 202615 სექტემბერი 2026Red Wingsავიაბილეთები 1 000 - დან
ბერლინი11 სექტემბერი 202615 სექტემბერი 2026Ajetავიაბილეთები 656 - დან
ამსტერდამი6 სექტემბერი 20269 სექტემბერი 2026Ajetავიაბილეთები 591 - დან
მინსკი12 ოქტომბერი 202624 ოქტომბერი 2026Belaviaავიაბილეთები 1 095 - დან
ტიუმენი25 სექტემბერი 20262 ოქტომბერი 2026Red Wingsავიაბილეთები 1 072 - დან
რომი14 სექტემბერი 202618 სექტემბერი 2026Ajetავიაბილეთები 486 - დან
მილანი22 ოქტომბერი 202629 ოქტომბერი 2026easyJetავიაბილეთები 389 - დან
ნიჟნი ნოვგოროდი12 აგვისტო 202619 აგვისტო 2026Red Wingsავიაბილეთები 1 077 - დან
მიუნხენი8 აგვისტო 202613 აგვისტო 2026Ajetავიაბილეთები 703 - დან
ბოდრუმი17 აგვისტო 202623 აგვისტო 2026Turkish Airlinesავიაბილეთები 551 - დან
ალმაატა16 ოქტომბერი 202618 ოქტომბერი 2026SCATავიაბილეთები 867 - დან

ყველაზე სუსტი პასპორტის მქონე ქვეყნები, 2025 წლის Hanley Passport Index-ის მიხედვით:

ეს ქვეყნები საერთაშორისო დიპლომატიური გამოწვევებისა და პოლიტიკური არასტაბილურობის გამო მსოფლიოში ყველაზე სუსტი პასპორტების სიაში მოიაზრებიან. მათი მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ მოგზაურობა ხშირად რთული და ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცესებით არის გაძნელებული.

საყურადღებოა, რომ პასპორტის ინდექსები რეგულარულად ახლდება, ვინაიდან ქვეყნების სავიზო პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები მუდმივად იცვლება. შესაბამისად, მონაცემები, რომლებიც დღეს აქტუალურია, შესაძლოა გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიცვალოს.

8 წელი თქვენს სამსახურში! Avia.ge – საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version