# შიდა ფრენებზე ტენდერი, ჯამში 12 მიმართულებით გამოცხადდა

- Link: https://avia.ge/tender-for-domestic-flights/
- Published: 2024-04-04T17:44:50+04:00
- Author: Anuka Robakidze

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში მგზავრთა
გადაყვანისა და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით **ავიარეისების ორგანიზებასთან დაკავშირებით
ტენდერი გამოაცხადა**.

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ელექტრონული ტენდერი შიდა ფრენებზე, ორ ნაწილად,
ჯამში **12 მიმართულებაზე გამოცხადდა**. მათ შორის, **ფრენები ახალი მიმართულებებითაც
შესრულდება**.

#### საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, **󠀁[თბილისის](https://avia.ge/tbilisis-aeroporti/)󠁿 **, **󠀁[ქუთაისის](https://avia.ge/qutaisis-aerporti/)󠁿 **, **󠀁[ბათუმის](https://avia.ge/batumi-airport/)󠁿 **, **თელავის**, **ამბროლაურისა** და **მესტიის** მიმართულებით, ერთმანეთს დაუკავშირდება საქართველოში არსებული ყველა აეროპორტი.

,,**საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გამოაცხადა ახალი ტენდერი შიდა ფრენებთან
დაკავშირებით**, რომელიც სუბსიდირებულია საქართველოს მთავრობის მიერ. ტენდერი მიზნად
ისახავს ჩვენს მფლობელობაში არსებული ყველა აეროპორტის ერთმანეთთან დაკავშირებას.

მას შემდეგ, რაც თელავის აეროპორტს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ისიც ჩართული იქნება შიდა
ფრენების მიმართულებით და **თელავის აეროპორტს ყველა დანარჩენ აეროპორტთან დავაკავშირებთ**.
პროექტი მიზანიად ისახავს კიდევ უფრო გაიზარდოს ქვეყნის შიგნით მობილობა და ხელი შეუწყოს
ტურიზმის განვითარებას. ამასთან, კიდევ უფრო საინტერესო გახდეს მოგზაურებისთვის საქართველოში
ვიზიტი”, – აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი –
ირაკლი ქარქაშაძე.

## **თვითმფრინავის ბორტზე, მგზავრთა რაოდენობა მიმართულებების მიხედვით შემდეგნაირია:**

 * **_თელავი ბათუმი_ ბათუმი თელავი** ს მიმართულებაზე – არანაკლებ 40 ადგილიანი საჰაერო
   ხომალდი;
 * **_თბილისი ამბროლაური_ ამბროლაური თბილისი** ს მიმართულებაზე – არანაკლებ 40 ადგილიანი;
 * **_თბილისი ქუთაისი_ ქუთაისი თბილისი** ს მიმართულებაზე – არანაკლებ, 40 ადგილიანი;
 * **_თელავი ქუთაისი_ ქუთაისი თელავი** ს მიმართულებაზე – არანაკლებ, 40 ადგილიანი;
 * **_თელავი ამბროლაური_ ამბროლაური თელავი** მიმართულებაზე – არანაკლებ, 40 ადგილიანი;
 * **_თელავი თბილისი_ თბილისი თელავი** ს მიმართულებაზე – არანაკლებ, 40 ადგილიანი;
 * **_მესტია ბათუმი_ ბათუმი მესტია** ს მიმართულებაზე – 15 ადგილიანი;
 * **_მესტია ქუთაისი_ ქუთაისი მესტია** ს მიმართულებაზე – 15 ადგილიანი;
 * **_მესტია თბილისი_ თბილისი მესტია** ს მიმართულებაზე – 15 ადგილიანი;
 * _**მესტია ამბროლაური ამბროლაური მესტია** _ს მიმართულებაზე – 15 ადგილიანი;
 * **_მესტია თელავი_ თელავი მესტია** ს მიმართულებაზე – 15 ადგილიანი.

შესყიდვის ვადა 1 წლიანია. ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, 
შესასყიდი ადგილების რაოდენობა, რეისზე ორივე მიმართულებით, საორიენტაციოდ ჯამში 47,760
ადგილი უნდა იყოს.

## **შეიძინეთ ავიაბილეთები ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებით საკეთესო ფასად. დაგვირეკეთ: ****󠀁[551 907 907](https://avia.ge/tender-for-domestic-flights/551 907 907)󠁿**
