# თელავსა და ბათუმს შორის საჰაერო მიმოსვლა იგეგმება

- Link: https://avia.ge/telavi-batumi-flights/
- Published: 2023-03-03T15:52:32+04:00
- Author: Anuka Robakidze

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება **შიდა ფრენებზე ახალი მიმართულებების დამატებას**
გეგმავს. ბათუმის, ამბროლაურისა და მესტიის გარდა, შესაძლოა** ფრენები კახეთიდანაც 
დაიწყოს**. საუბარია **თელავსა და [ბათუმს](https://avia.ge/batumi-airport/) შორის**
რეგულარული რეისების დანიშვნაზე.

თელავის აეროპორტი მზად არის საქართველოს ნებისმიერი აეროპორტიდან მიიღოს რეისები. 
ქალაქის მერიაში აღნიშნეს, რომ აეროპორტში 2019 წლიდან დაიწყო ინფრასტრუქტურული პროექტები
და მას შემდეგ **სრულადაა აღდგენილი ასაფრენი ბილიკი**, **ტერმინალი** და მზად არის
ყველა საჭირო ინფრასტრუქტურაც.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წელს, 2019 წელთან შედაარებით რეისები**
92%-ით აღდგა, მგზავრთნაკადი კი – 65%-ით.** 2022 წელს ქვეყნის შიგნით **733 ფრენა**
განხორციელებდა და გადაყვანილი იქნა **19 650 მგზავრი**.

დღეისათვის შიდა ფრენები ხორციელდება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: **მესტია–ბათუმი**,**
ნატახტარი–ამბროლაური** და **ქუთაისი–მესტია**.

#### **შიდა ფრენებზე ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: ****󠀁[551 907 907](https://avia.ge/telavi-batumi-flights/551 907 907)󠁿**
