თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2021 წელს პირველი რეისი ათენის მიმართულებით 21 იანვარს შესრულდება. როგორც იცით, პირველი ფრენა 7 იანვარს იყო ჩანიშნული, თუმცა განრიგში ცვლილება მოხდა და ამ ეტაპზე, მხოლოდ 21 იანვრის რეისია დადასტურებული.
აღსანიშნავია, რომ რეისი ორმხრივია და მგზავრები ისარგებლებენ როგორც თბილისი-ათენის, ისე ათენი-თბილისის რეისით.
ათენი-თბილისი-ათენის საჰაერო ხაზზე ავიაბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია.