# Georgian Airways -მა თელ-ავივის მიმართულებით ფრენები აღადგინა

- Link: https://avia.ge/tbilisi-tel-aviv-flights-resumed/
- Published: 2025-07-02T11:16:17+04:00
- Author: Anuka Robakidze

დროებით შეჩერებული ფრენების შემდეგ **Georgian Airways** **კვლავ უბრუნდება ისრაელის
ბაზარს**. ავიაკომპანია აცხადებს, რომ 2 ივლისიდან თელ-ავივის მიმართულებით რეგულარული
რეისები განახლდება და სრულად შეესაბამება განსაზღვრულ განრიგს.

„_**თბილისი თელ-ავივი თელ-ავივი თბილისი**_ ს მარშრუტზე რეისები 2 ივლისიდან განახლდება
და შესრულდება არსებული ოპერატიული გარემოსა და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების
გათვალისწინებით“, – აცხადებენ კომპანიაში.

პირველი რეგულარული რეისი **[თბილისი](https://avia.ge/tbilisis-aeroporti/) –**დან
[**თელ-ავივის**](https://avia.ge/aviabiletebi-tel-aviv/) მიმართულებით 2 ივლისს, 
დილის 6:10 საათზე გაფრინდა.

 

ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც [**ჯორჯიან ეარვეისი**](https://avia.ge/georgian-airways/)-
ს ოფისებში და ოფიციალურ პარტნიორ სააგენტოებში, ასევე კომპანიის ვებგვერდზე და მობილური
აპლიკაციის საშუალებით.

აღსანიშნავია, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების გამო ავიაკომპანიას გარკვეული
პერიოდის განმავლობაში მოუწია თელ-ავივის რეისების შეწყვეტა, რაც ფინანსურ ზარალად 
დაუჯდა. მიუხედავად ამისა, კომპანია მგზავრებს სრულად აუნაზღაურა ავიაბილეთებში გადახდილი
თანხა.

**Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე:
[551 907 907](https://avia.ge/tbilisi-tel-aviv-flights-resumed/+995 551 907 907)**
