ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Tbilisi Airways-ი ევროპისა და აღმოსავლეთის მიმართულებით იფრენს

ქართული ავიაკომპანია Tbilisi Airways

ქართული ავიაკომპანია Tbilisi Airways-ის მენეჯერმა AviaNews-ს განუცხადა რომ ავიაკომპანია ჯერ პარკის გაფართოებას გეგმავს, შემდეგ კი ეტაპობრივად შუა აღმოსავლეთისა და ევროპის მიმართულებების ათვისებას. ამ ეტაპზე ავიაკომპანიის ფლოტი მხოლოდ ერთი Boeing 737-გან შედგება.

„როგორც ნებისმიერი კომერციული ორგანიზაცია, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს, რა თქმა უნდა, Tbilisi Airways-იც ორიენტირებულია ზრდაზე, სხვადასხვა მიმართულებების კვლევაზე და მათ ათვისებაზე, ბაზარზე არსებული მოთხოვნებიდან გამომდინარე“.

სულ მალე ავიაკომპანია ახალ საჰაერო ხომალდს მიიღებს, რის შემდეგაც ავიაბაზარზე უფრო აქტიურად გამოჩნდება და მათი გეგმების შესახებაც საზოგადოება სწორედ მაშინ შეიტყობს.

ქართული ავიაკომპანია Tbilisi Airways-ი 2021 წლის მარტში შეიქმნა, ხოლო ოპერირება 2022 წლიდან დაიწყო.

Exit mobile version